პატრიარქი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პატრიარქი — დამოუკიდებელი (ავტოკეფალური) მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის მეთაურის უზენაესი ტიტული მთელ რიგ ქვეყნებში. პატრიარქის წოდება ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებამ (451) დაადგინა. ქრისტიანული ეკლესიის გაყოფის შემდეგ (1054) პატრიარქი აღმოსავლეთ ეკლესიის მეთაურთა წოდება გახდა. ბიზანტიის იმპერიის მართლმადიდებლურ ეკლესიას ოთხი პატრიარქი განაგებდა: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის. რუსეთის საეკლესიო კრებამ პატრიარქი 1598 წელს აირჩია. 1721 წელს, პეტრე I-მა გააუქმა პატრიარქის წოდება. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კრებამ 1917-1918 წლებში პატრიარქის ტიტული აღადგინა. პატრიარქი არის აგრეთვე კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საქართველოს, სერბეთის, ბულგარეთის და რუმინეთის ეკლესიებში. კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთ ეპარქიასაც პატრიარქი მეთაურობს.

ლიტერატურა[რედაქტირება]