კანაფი
| კანაფი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Cannabis | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
კანაფი (Cannabis), ერთწლოვანი ბოჭკოვანი მცენარის გვარი კანაფისებრთა ოჯახისა. ცნობილია 3 სახეობა: ჩვეულებრიცი კანაფი (Cannabis sativa), ინდური კანაფი (Cannabis indica) და ველური კანაფი (Cannabis ruderalis). ჩვეულებრივი კანაფი ორსახლიანია (მამრობითი და მდედრობითი კანაფი), ღეროსწორია 0,5-4 მ სიმაღლის. ფესვი მთავარღერძიანია, ფოთოლი — დანაკვთული, მწვანე. მამრობითი კანაფის ყვავილები საგველა ყვავილედია, მდედრობითი კანაფისა — თავაკისებრი. ნაყოფი ერთთესლიანი კაკლუჭაა. კანაფი იზრდება ჭარბტენიან ნიადაგზე, მოჰყავთ ბოჭკოსათვის. მამრობითი კანაფისგან და ტექნიკური სიმწიფის პერიოდის მდედრობითი კანაფისგან ღებულობენ ბოჭკოს (ქერელს), რომლისგანაც ამზადებენ ქსოვილს. კანაფის სამშობლოა ცენტრალური აზია, მოჰყავთ მრავალ ქვეყანაში; რუსეთის ცენტრალურ შავმიწა ზონაში, სამხრეთ უკრაინაში, ბელარუსში, ვოლგისპირეთში, ჩრდილოეთ კავკასიასა და დასავლეთ ციმბირში.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჯაფარიძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 363, თბ., 1980 წელი.