მახა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მახა — დასავლეთ საქართველოს ხორბლის ენდემური ჰექსაპლოიდური სახეობა, გავრცელების არეალი მკვეთრად შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, პოლიმორფიზმით გამოირჩევა.

აერთიანებს 2 ქვესახეობას: ჩელტა მახასა და გვაწა მახას. აქვს მრავალი სახესხვაობა. მახა თავთავმტვრევადი ჰექსაპლოიდური ხორბლის ადრეული ეტაპია. მახას გენოტიპი ატარება ძვირფასი სამეურნეო ნიშნების გენებს.

მისი გამოყენება პერსპექტიულია ჭარბტენიანი პირობების, ჩაწოლის, აგრეთვე გუდაფშუტას მიმართ გამძლე და საკვები ხორბლის სელექციაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მახა&oldid=3699645“-დან