კარაქი
ვიკიპედიიდან
კარაქი – რძის ნაწარმი, რომელიც რძის დღვებით მიიღება. მსოფლიოს ბევრ კუთხეში კარაქი ყოველდღიური საჭმელია. ფართოდ გამოიყენება კულინარიაში.
კარაქი ხშირად მზადდება ძროხის რძისგან. ასევე გავრცელებულია სხვა ძუძუმწოვრების, მათ შორის, თხის, კამეჩის და ცხვრის რძისგან დამზადებული კარაქი.
ოჯახის პირობებში კარაქის დასამზადებლად საქართველოში გავრცელებულია ხის ერთგვარი ხელსაწყო, რომლესაც სადღვები ეწოდება. იგი წარმოადგენს ცილინდრის ფორმის კასრს, რომელსაც ’’ცილინდრის ერთი ფერდი” ამოჭრილი აქვს რძის ჩასასხმელად. სადღვები თოკებით არის ჭერზე ჩამოკიდებული და მისი ორ საპირისპირო მხარეს ხანგრძლივი რყევის შედეგად რძე ორ ნაწილად იყოფა. წარმოიქმნება კარაქი და დო.

