ბახვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თემი
ბახვი

ჩაის პლანტაციები ბახვში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°56′43″ ჩ. გ. 42°06′37″ ა. გ. / 41.945516500° ჩ. გ. 42.110394111° ა. გ. / 41.945516500; 42.110394111
ფართობი 25 კმ²
მოსახლეობა 1907 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 76 კაცი/კმ²
ბახვი — საქართველო
ბახვი
ბახვი — გურიის მხარე
ბახვი

ბახვითემი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მოიცავს სოფლებს: ზედა ბახვი (თემის ცენტრი), ქვედა ბახვი, მშვიდობაური, ოქროსქედი. ბახვში მოქმედებს სამი (ბახვის, ქვედა ბახვისა და მშვიდობაურის) საჯარო სკოლა.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოპონიმ ბახვის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგიერთი მას უკავშირებს ხალხურ ლეგენდას ბახმაროს შესახებ. არსებობს მოსაზრება, რომ „ბახვის“ წარმოშობა უკავშირდება ბერძნულ ღვთაება ბახუსს. ბახვი მეღვინეობით განთქმული იყო, აქ მოდიოდა ვაზის ადგილობრივი, ენდემური ჯიშები ჩხავერი, მტევანდიდი, ჯანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურიის სამთავროს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე სოფელი ბახვი ქუთათელი ეპისკოპოსის საკუთრებაში შედიოდა. როდესაც გურიის სამთავროში ცალკე საეპისკოპოსოები დაფუძნდა, ქუთათელმა ბახვი დაკარგა. 1773 წლის 9 იანვარს იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ბახვი კვლავ ქუთათელს დაუბრუნა.[1]

ბახვი 1930-იან წლებში (ფოტო დიმიტრი შევარდნაძისა)

XIX საუკუნეში ბახვის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა სოფლებს ზედა ბახვი (იგივე შუა ბახვი), ქვედა ბახვი, ვაკე-ჯვარი, უჩხუბი და ბაღდადი. საზოგადოება მდებარეობდა მდინარეების, ბახვისწყლისა და ნატანების შუაში, აჭარა-გურიის მთების კალთების ბოლოებზე, მდინარეებს ნატანებსა და ბახვისწყალს შორის. საზოგადოების მეტი ნაწილი წარმოადგენდა ვაკეს, რომელიც დახრილი იყო ჩრდილო-დასავლეთით. დაფარული იყო გაუვალი მაღალი გვიმრით, ეკლით და თხმელის ხეებით, სადაც ხოხბები ბინადრობდნენ. გავრცელებული იყო მეღვინეობა, მეფუტკრეობა, მეაბრეშუმეობა.

1867 წელს გაბრიელ ქიქოძის თაოსნობით ააშენეს ღვთისმშობლის სახელობის დიდი გუმბათოვანი ეკლესია. ეკლესიის დღესასწაული იმართებოდა 8 სექტემბერს. ამ დღეს ბახვში იკრიბებოდა მრავალი მომლოცველი მეზობელი სოფლებიდან.[2] 1874 წელს ეკლსიის გალავანში გაიხსნა სკოლა. სკოლის მასწავლებლად მოიწვიეს გიგო შარაშიძე, რომელმაც მანამდე ძიმითის საზოგადოების სოფელ მამათის სკოლაში გამოიჩინა თავი. გაბრიელ ქიქოძისვე ინიციატივით 1875 წელს დაარსდა საკრედიტო ამხანაგობა, რომელმაც 30 წელი იარსება. მას ასევე გიგო შარაშიძე ხელმძღვანელობდა. ამხანაგობის შემწეობით 1886-88 წლებში მდინარე ნატანებიდან სოფელში შეყვანილ იქნა არხი. სკოლასთან 1890-იან წლებში გაიხსნა მეტეოროლოგიური სადგური, 1895 წელს კი - ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა 1905 წლის რევოლუციის დროს დახურეს, მაგრამ შემდეგ კვლავ აღდგა. გიგო შარაშიძემ 1880-90-იან წლებში სოფელში შეიტანა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები და ხელი შეუწყო გლეხებს მეურნეობების თანამედროვედ გამართვაში. 1892 წელს ბახვში სამი კერძო, მოსამზადებელი სკოლა მოქმედებდა.[3]1893 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო.[4] 1902 წელს ბახვის სასოფლო საზოგადოებაში რვა სოფელი შედიოდა, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა იყო 4659. 1900-იან წლებში ბახვი გურიაში რევოლუციური მოძრაობის ერთ–ერთი ცენტრი იყო. აქ გადასცეს გლეხებმა 1905 წლის 23 თებერვალს მთავრობის წარმომადგენელ სულთან კრიმ გირეის მოთხოვნები, რომლებიც ბახვის მანიფესტი სახელითაა ცნობილი.

1920-იან წლებში დაანგრიეს სოფლის ეკლესია, მის ადგილას კი მოეწყო საფეხბურთო მოედანი. 1929-30 წლებში დაიშალა ბახვის თემი და შეიქმნა ბახვის სასოფლო საბჭო, რომელში შევიდა სოფლები ზედა ბახვი, ქვედა ბახვი და მშვიდობაური. მოჰყავდათ ჩაი, მოქმედებდა ჩაის ორი ფაბრიკა, 1934 წელს აშენდა სკოლის ახალი შენობა, ამოქმედდა ჩხავერის მეურნეობა. 1977 წლამდე მოქმედებდა 25 საწოლიანი საავადმყოფო. 1977 წელს ბახვის კოლმეურნეობა ფლობდა 407 ჰა ჩაის პლანტაციას.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი ზედა ბახვი ქვედა ბახვი ოქროსქედი მშვიდობაური
1893[5] 1516
1902[6] 4659 2472 2187
1908[7] 3476 1838 1638 1947
1971 2896
1977 2883
2002 2840 1197 980 286 377
2014 1907 937 970 839 681 136 251

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიბადნენ:

შარაშიძეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახვში ცნობილი იყო შარაშიძის გვარი, როგორც განათლებითა და ცოდნით გამორჩეული. გიგო შარაშიძე იყო პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც 1874 წელს დასახლდა ბახვში. მისი შვილები ქრისტინე შარაშიძე და დავით შარაშიძე იყვნენ იყო პოლიტიკოსები, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები 1919-21 წწ. შალვა შარაშიძე იყო ჟურნალისტი და იუმორისტი, „ეშმაკის მათრახის“ რედაქტორი. ტიციან შარაშიძე წლების განმავლობაში მოსკოვის დიდი თეატრის ცნობილი რეჟისორი იყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჩხატარაიშვილი ქ. (1964). „გურიის სამთავროს პოლიტიკური ისტორიიდან“, მაცნე, N4. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, გვ. 119. 
  2. გაზეთი „ივერია“ N219 1894 წ.
  3. Кавказский календарь. на 1893 год : 48-й год. - 1892 გვ. 401
  4. ქ შ წ კ გ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა
  5. Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
  6. «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
  7. Кавказский календарь на 1910 год