ნატო ვაჩნაძე
| ნატო ვაჩნაძე | |
| დაბადების სახელი | ნატალია ანდრონიკაშვილი |
| დაბადების ადგილი | ვარშავა,პოლონეთი, რუსეთის იმპერია |
| დაიბადა | 14 ივნისი, 1904 |
| გარდაიცვალა | 14 ივნისი, 1953 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1923–1952 |
| მეუღლე(ები) | მერაბ ვაჩნაძე ნიკოლოზ შენგელაია |
| შვილები | თენგიზ ვაჩნაძე, ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია |
ნატო ვაჩნაძე, ნამდვილი სახელი ნატალია გიორგის ასული ანდრონიკაშვილი (დ. 14 ივნისი, 1904, ვარშავა — გ. 14 ივნისი 1953, დაიღუპა საჰაერო კატასტროფის დროს, დაკრძალულია თბილისში) — საბჭოთა პერიოდის ქართველი კინომსახიობი, საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი 1920-30-იან წლებში. მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა. მისი ლეგენდა, შექმნილი საბჭოთა კინორეჟისორების მიერ, კინოთეატრებში ანშლაგებს ქმნიდა. თავისი გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით იგი დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად. მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია საქკინმრეწვი საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა.
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
ადრეული წლები [რედაქტირება]
ნატო ვაჩნაძე ვარშავაში დაიბადა ძველი არისტოკრატიული ჩამომავლობის მამისა და პოლონელი დედის ოჯახში. მამა – გიორგი ალექსანდრეს ძე ანდრონიკაშვილი ვარშავაში მსახურობდა ოფიცრად. რამდენიმე თვეში გიორგი ანდრონიკაშვილი ვლადიკავკაზის თერგის ოლქის უფროსად დანიშნეს, ხოლო 1910 წელს მთელი ოჯახით საქართველოში გადმოვიდნენ.
დედა- ეკატერინე სიმონის ასული სლივიცკაია იყო პოლონელი. დედის ბებია – ვოზოლი, იტალიელი მომღერალი, იგი იტალიიდან მოუწვევიათ თბილისში საოპერო თეატრის დაარსების დროს. თბილისში იგი ცოლად გაჰყვა კაპელმეისტერსა და კომპოზიტორ შენინგს. მათი ქალიშვილი – ნატოს დედის დედა – ცოლად შეურთავს სლივიცკის, რომელსაც მამა პოლონელი ჰყავდა, დედა კი – რუსი.
ნატოს მამა ადრე გარდაეცვალა. გიორგი ანდრონიკაშვილი რუსი ხელმწიფის სამსახურში მსახურობდა და მათგან მიიღო დავალება, რომ უნდა მოეკლა ვინმე ოსი ყაჩაღი სახელად ზელიმხანი. როდესაც ზელიმხანს ეს გაუგია ნატოს მამისათვის შემოუთვლია, ქართველი კაცი არ მინდა მოვკლა და ჩემზე არ წამოხვიდეო. მაგრამ გიორგი მაინც წასულა. ზელიმხანს დაუსწრია და სასიკვდილოდ დაუჭრია. ოთხი დედმამიშვილიდან ყველაზე უფროსი 10 წლის იყო, უმცროსი წლის ნახევრის. დედამ შვილები წაიყვანა კახეთი, სადაც ქმრის განადგურებული მამული დახვდა. მიტოვებული სახლი და ვენახი ქმრის ვალებში დაფარვას დასჭირდა. ოჯახი ბიძამ შეიფარა სოფელ ფხომელში. ეკატერინემ მალე ააშენა გურჯაანი ოთხოთახიანი პატარა სახლი და საცხოვრებლად იქ გადავიდნენ.
ნატო და მისი უფროსი და სწავლობდნენ თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში. უმცროსი და-ძმა კი გურჯანიის პირველ დაწყებით სკოლაში. კახეთში ნატომ გაიცნო მერაბ ვაჩნაძე, რომელსაც მეშვიდე კლასის გამოცდების ჩაბარების შემდეგ გაჰყვა ცოლად. მერაბ ვაჩნაძისგან ნატოს ჰყავდა ვაჟი – თენგიზი (შემდგომ არქიტექტორი გახდა). ნატო და მერაბი მალე დაცილდნენ ერთმანეთს. იგი 1919 წლიდან მუშაობდა ასანთის ფაბრიკა „პრომეთეი“-ში და საქართველოს იმ დროინდელ სხვა საწარმოებში. იყო მუსიკის მასწავლებელი. 1939 წ. მერაბი ვაჩნაძე გადასახლებაში დაიღუპა.
ნატო ვაჩნაძის აღმოჩენა [რედაქტირება]
ნატო აღმოაჩინა იმ დროს ძალიან ცნობილმა რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვი. ნატოს ფოტოსურათი ბეკ-ნაზაროვმა ე.წ. „დვარცოვზე“ შიხმანის ფოტოატელიეს ფირნიშზე შეამჩნია. ამო ბეკ–ნაზაროვმა შაქრო ბერიშვილი გააგზავნა ნატოს მოსაძებნად. შაქრო მეორე რეჟისორის ფუნქციას ასრულებდა და ერთ–ერთი როლის შემსრულებელი იყო ფილმში „მამის მკვლელი“. შაქრო ბერიშვილმა გაიგო ნატოს მისამართი, კითხვა-კითხვით მიაგნო გურჯაანში და ნატო ვაჩნაძე დაითანხმა „მამის მკვლელი” თამაშზე.
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 332, თბ., 1979 წელი.
- გოგოძე კ., ნატო ვაჩნაძე, თბ., 1949;
- სეფიაშვილი ო., ნატო ვაჩნაძე, თბ., 1962.