კანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „კანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ კანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ადამიანის კანის დიაგრამა

კანი (ლათ. cutis) – ადამიანისა და ცხოველების სხეულის ზედაპირული საფარველი. კანი შედგება ორი ნაწილისაგან — ეპიდერმისისა და დერმის ანუ კორიუმისაგან, რომლებიც ერთიმეორისაგან ბაზალური მემბრანით არიან გამიჯნული. კანის უმთავრესი ფუნქცია არის შეინარჩუნოს ორგანიზმის ჰომეოსტაზი გარემოს ყოველდღიური ზემოქმედების მიუხედავად. იგი ქმნის ბარიერს სხეულის სითხეებისთვის და იცავს ქვეშ მდებარე ქსოვილებს მიკროორგანიზმების, მავნე ნივთიერებებისა და რადიაციის მოქმედებისაგან. იგი ახდენს ვიტამინ D-ს სინთეზს. თმა, ფრჩხილები, ბრჭყალები, ბეწვი, ოფლის და ქონის ჯირკვლები კანის დანამატებია. კანი და კანის დანამატები ასაკთან ერთად ცვლილებებს განიცდიან. ადამიანის კანი სხეულის ყველაზე მძიმე ორგანოა, რომელზეც მოდის სხეულის წონის დაახლოებით 16 პროცენტი და ფარავს 1,2-დან 2,3 კვადრატულ მეტრ ფართობს. იგი შეიცავს სამ შრეს ეპიდერმისს, დერმას(საკუთრივ კანს) და კანქვეშა ქსოვილებს. ყველაზე ზედაპირული შრე ეპიდერმისი თხელია, მოკლებულია სისხლძარღვებს და იყოფა ორ შრედ: მკვდარი კერატიზებული უჯრედებისგან შემდგარ გარეთა რქოვან შრედ და შიდა უჯრედულ შრედ, სადაც მელანინი და კერატინი ფორმირდება. ეპიდერმისის ქვედა შრიდან ზედასკენ მიგრაციას დაახლოებით 1 თვე ესაჭიროება. ეპიდერმისის კვება ქვეშმდებარე დერმაზე. დერმა კარგად მარაგდება სისხლით. იგი შეიცავს შემაერთებელ ქსოვილს, ქონის ჯირკვლებს, საოფლე ჯირკვლებს და თმის ფოლიკულებს. ის ქვემოთ ერწყმის კანქვეშა ქსოვილს ან ადიპოზურ ქსოვილს. ნორმალური კანის ფერი დამოკიდებულია ოთხძირითად პიგმენტზე: მელანინი, კაროტინი, ოქსიჰემოგლობინი და დეოქსიჰემოგლობინი. მოყავისფრო პიგმენტ მელანინის რაოდენობა გენეტიკურად დეტერმინირებულია და იზრდება მზის სხივების ზემოქმედებით. კაროტინი არის ოქროსფერ-ყვითელი პიგმენტი, რომელიც უხვად არის წარმოდენილი კანქვეშა ცხიმში და ისეთ უბნებში, როგორიცაა ხელისა და ფეხის გულები.

თმიანი და უთმო კანის შრეები
თმიანი და უთმო კანის შრეები

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კანი&oldid=2698923“-დან