აჭარა

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიტყვას "აჭარა" აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აჭარა (მრავალმნიშვნელოვანი).

აჭარა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მესხეთის ნაწილს შეადგენდა. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც აჭარის ქვეყანა, აჭარის ხევი ან ხეობა. იგი ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: ზემო აჭარა (რომლის ცენტრი ძველად დიდ-აჭარა იყო, შემდეგ - ხიხანი, მოგვიანებით - ხულა) და ქვემო აჭარა (ცენტრი ქედა). აჭარის ცენტრალურ ნაწილს შუახევი ერქვა.

სახელწოდება აჭარა VII საუკუნიდან გვხვდება. ვარაუდობენ, რომ იგი უკავშირდება გეოგრაფიულ სახელს - აჭი. შესაძლოა, რომ ორივე ეს სახელწოდება უკავშირდება “ჭანს” და ნიშნავს “საჭანოს”.

ლეონტი მროველის ცნობით, ძვ. წ. III საუკუნეში აჭარის ტერიტორია ქართლის სამეფოს ოძრხის საერისთავოში შედიოდა. VIII საუკუნეში იგი ბაგრატიონთა სამფლობელოს, “ქართველთა სამეფოს” ნაწილია, ხოლო XI საუკუნიდან - საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოსი. XIII საუკუნეში აჭარას სამცხე-საათაბაგო ფლობდა. XVI საუკუნის 70-იან წლებში აჭარა ოსმალეთმა დაიპყრო და მისი განთავისუფლება მხოლოდ 1877-1878 წწ-ის რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

1921 წლიდან აჭარას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი აქვს.

პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე