იეჰოვას მოწმეები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან იეღოვას მოწმეები)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იეჰოვას მოწმეების სიმბოლო

იეჰოვას მოწმეები (ინგლ. Jehovah's Witnesses) — რელიგიური ორგანიზაცია. რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს ბრუკლინში (ნიუ-იორკში).

რელიგიათა სისტემაში იეჰოვას მოწმეების ადგილი დღემდე გაურკვვეველია. ზოგი წყაროს თანახმად იეჰოვა მოწმეები არის პროტესტანტული მიმდინარეობის ორგანიზაცია. [1][2][3][4], სხვა წყაროების თანახმად, ეს არის პარაქრისტიანული კონფესია.[5][6][7]. ტრადიციული კონფესიების [8][9], ხოლო ზოგი მკვლევრის აზრით[10][11] იგი არის ტოტალიტარული სექტა. იეჰოვას მოწმეების დოქტრინებში ასევე გვხვდება არიანობის ელემენტები[საჭიროებს წყაროს მითითებას].

თვითონ ორგანიზაციის გამოთვლებით 2008 წლის აგვისტოსთვის მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები 7 124 443 ადამიანს აღწევენ.[12]

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

[რედაქტირება] 1870–1916: ჩარლზ თეიზ რასელი და ”ბიბლიის მკვლევარები”

1907 წლის საგუშაგო კოშკის იერსახე ჯვრის სიმბოლოებით
ჩარლზ თეიზ რასელი - საზოგადოება საგუშაგო კოშკის პირველი პრეზიდენტი

იეჰოვას მოწმეების ისტორია სათავეს იღებს მოძრაობა ”ბიბლიის მკვლევარებიდან” (ინგლ. Bible Students), რომელიც XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ჩარლზ თეიზ რასელმა აშშ-ში ჩამოყალიბდა . მალევე როგორც იურიდიულმა სუბიექტმა ბიბლიის მკვლევართათვის ლიტერატურით უზრუნველყოფისთვის პენსილვანიაში დაარსა გამომცემლობა „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება”. რასელი იყო „სკს“-ს პირველი პრეზიდენტი.

პასტორი რასელი როგრც ის საკუთარ თავს ეძახდა არ ყოფილა რელიგიური ჯგუფი „იეჰოვას მოწმეების” დამაარსებელი. ის საკუთარ თავს არასოდეს არ მიიჩნევდა „იეჰოვას მოწმედ” და არც აღიარებდა ამ დასახელებას. რელიგიური ჯგუფი სახელწოდებით „იეჰოვას მოწმეები” მისი სიკვდილიდან 15 წლის შემდეგ განხეთქილების შედეგად ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა რომ რელიგიური დაჯგუფება „იეჰოვას მოწმეები” საკუთარ თავს ჩარლზ რასელის სწავლების მემკვიდრეებად მიიჩნევენ, უნდა ითქვას რომ ეს მოსაზრება სრულებით მცდარია, ჩარლზ რასელის ასოცირება „იეჰოვას მოწმეებთან” შეუძლებელია. [13]

[რედაქტირება] 1917–1942: ჯოზეფ ფრანკლინ რუტერდორფი და ”იეჰოვას მოწმეები”

ჯოზეფ ფრანკლინ რუტერდორფი - საზოგადოება საგუშაგო კოშკის მეორე პრეზიდენტი
1931 წლის საგუშაგო კოშკის ბოლო გამოცემა ჯვრის სიმბოლოებით
1931 წლის საგუშაგო კოშკის ახალი გამოცემა ჯვრის სიმბოლოების გარეშე

[რედაქტირება] ორგანიზაციული ცვლილებები

1917 წელს საგუშაგო კოშკის საზოგადოების პრეზიდენტად არჩეულ იქნა ჯოზეფ ფრანკლინ რუტერფორდი. ზემოთხსენებული საზოგადოება იმართებოდა პრეზიდენტისა და ოთხი კაცისაგან შემდგარი დირექტორთა საბჭოს მიერ. 1917 წლის 17 ივლისს რუტერდორფმა ოთხივე დირექტორი დაითხოვა იმ მოტივით რომ ისინი არალეგალურად იკავებდნენ აღნიშნულ პოზიციებს კომპანიაში. 1918 წლის 7 მაისს რუტერდორფი და სხვა დირექტორები დაკავებულნი და გასამართლებულნი იქნენ საზოგადოების სასარგებლოდ შპიონაჟის ბრალდებით და მიესაჯათ 20 წელი. 1919 წელს სასამართლომ გააუქმა განაჩენი და გამოშვებული იქნენ საპყრობილიდან. ციხიდან გამოსვლისთანავე რუტერდორფმა კვლავინდებურად გააგრძელა თავისი მართველური პოლიტიკა და მიუხედავად მისი ოპოზიციური მხრისა შესძლო ორგანიზაცია ცენტრალიზებული გაეხადა და საკვანძო ადგილებში თავისი კადრები დაესვა.[საჭიროებს წყაროს მითითებას] 1931 წლის 26 ივლისს სახელწოდება „იეჰოვას მოწმეები” ოჰაიოს შტატში მიღებულ იქნა რეზოლუციით, რომელიც ეფუძნება ესაიას წიგნიდან ამონარიდს:

ვიკიციტატა
„თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი(იეჰოვა) და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე. - (ისაია 43:10)

სწორედ აქედან იღებს სათავეს რელიგიური დაჯგუფება „იეჰოვას მოწმეები”.

[რედაქტირება] დოქტრინული ცვლილებები

1922 წელის სექტემბერს ოჰაიოს შტატში ჩატარებულ საერთაშორისო კონვენციაზე, სადაც რუტერდორფის მიერ წარმოდგენილი ვერსიის თანახმად დამდეგ 1925 წელს უნდა აღმდგარიყო ძველი აღთქმის ყველა მამამთავარი(აბრაამი, ისააკი, იაკობი...), რომლითაც სათავე დაედებოდა ქრისტეს მეუფობის ათასწლოვან პერიოდს. სწორედ ამ შეცდომამ რომელიც ითვალისწინებდა ქრისტეს მეფობის დასაწყის 1925 წლიდან გამოიწვია ბიბლიის შემსწავლელთა რიცხვის შემცირება 1925 წლის 90494-დან 1928 წლის 17380-მდე[საჭიროებს წყაროს მითითებას], რომელიც 1932 წლიდან საერთოდ გაუქმდა. 1933 წელს გადაწყდა რომ ქრისტეს ათასწლოვანი პეროდი დაიწყო 1914 წლიდან. ქრისტეს მეორედ მოსვლის პერიოდთან დაკავშირებით ისევე როგორც რუტერდორფი, რასელიც არაერთგზის შეცდა. ანალოგიური შეცდომები არაერთგზის მოუვიდათ შედგომ პრეზიდენტებსაც, როცა ხდებოდა მორიგი თარიღის დასახელება.

[რედაქტირება] 1942–დღემდე: ნორი, ფრენცი, ჰენშელი და ადამსი

ნათან გომერ ნორი - საზოგადოება საგუშაგო კოშკის მეოთხე პრეზიდენტი

1942 წელს ჯოზეფ რუტფორდის სიკვდილის შემდეგ საზოგადოების პრეზიდენტი ხდება ნათან გომერ ნორი. მის დროს ნიუ იორკში ჩამოყალიბდა ”გალაადის ბიბლიური სკოლა”. 1950-1960 წლებში იეჰოვას მოწმეები ბეჭდავენ წმინდა წერილის თავიანთ გამოცემას — «ახალი ქვეყნის თარგმანი».

1977-1992 წლებში საზოგადოების პრეზიდენტი ხდება ფრედერიკ ვილიამ ფრენცი.

1992-1999 წლებში საზოგადოების პრეზიდენტად მილტონ ჯორჯ ხენშელი ხდება. 1980-იანი წლებიდან პოლიტიკური ცვლილებების გამო, ქადაგების არეალი გაფართოვდა და მოიცვა აღმოსავლეთი ევროპა, ყოფილი საბჭოთა კავშირი ქვეყნები, ლათინური ამერიკა და აფრიკა.

1999 წელს ხენშელი საზოგადოების პოსტს ტოვებს და მის ადგილს იკავებენ დონ ადამსი და მაქს ლარსონი რომლებიც დსაზოგადოების დღევანდელ მართველებად გვევლინებიან.

[რედაქტირება] ინტერნეტ რესურსები

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Христианство. Словарь. Под ред. Л. Митрохина. М., 1994, с.411, 412 ISBN 5-250-02302-9
  2. Смирнов М. Ю. Свидетели Иеговы // Реформация и протестантизм: Словарь. — СПб.: Изд-во С.-Петерб. ун-та, 2005
  3. Гараджа В.И. Религиоведение. Пособие для студентов педагогических ВУЗов. М., 1994, с.269
  4. Религии мира. Пособие для учителя. Под ред. Я.Н. Щапова. М., 1994, с.103
  5. Отчет за 2002 год Группы этнической и конфессиональной картографии Института этнологии и антропологии им. Н. Н. Миклухо-Маклая Российской Академии наук
  6. "Историко-энциклопедический справочник"«MEMO» (на английском и французском языках)
  7. II. Различия в происхождении новых религиозных движений Собрание текстов Католической Церкви за 1986—1994 гг. (на английском языке)
  8. http://www.sektoved.ru/enciclopedia.php?cat_id=33
  9. http://drevo.pravbeseda.ru/index.php?id=1626
  10. Elliott, Joel. Encyclopedia of Religion and Society. Hartford Institute for Religion Research, Harftord Seminary. http://hirr.hartsem.edu/ency/Jehovah%27s.htm.
  11. Lawson, Ronald (1995). «Sect-State Relations: Accounting for the Differing Trajectories of Seventh-day Adventists and Jehovah’s Witnesses». Sociology of Religion 56.
  12. «Ежегодник Свидетелей Иеговы» за 2009 год.
  13. ПАСТОР РАССЕЛ НЕ БЫЛ ОСНОВАТЕЛЕМ “СВИДЕТЕЛЕЙ ИЄГОВЫ”

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე