ქეთი მელუა
| ქეთი მელუა | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | ქეთევან მელუა | |
| დაიბადა | 16 სექტემბერი, 1984 | |
| დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველო | |
| ჟანრ(ებ)ი | ბლუზი ჯაზი ფოლკ პოპი |
|
| ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ფორტეპიანო, ვიოლინო | |
| აქტიური | 2003 - დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Dramatico | |
| ასოციაციები | ევა კესიდი | |
| საიტი | www.katiemelua.com | |
ქეთევან „ქეთი“ მელუა (ინგლ. Ketevan "Katie" Melua) (დ. 16 სექტემბერი, 1984, ქუთაისი, საქართველო) — წარმოშობით ქართველი ბრიტანელი მომღერალი.
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
ადრეული წლები [რედაქტირება]
ქეთი მელუა დაიბადა ქალაქ ქუთაისში, საქართველოს რესპუბლიკა (ყოფილი საბჭოთა კავშირი). ცხოვრების პირველი წლები ბებიასა და ბაბუასთან საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაჰყო, მოგვიანებით კი მშობლებთან და ძმასთან ერთად ქ. ბათუმში გადასახლდა, სადაც ქეთის მამა კარდიოლოგად მუშაობდა. 1993 წელს საქართველოს სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბელფასტში (ჩრდილოეთი ირლანდია), სადაც ქეთის მამა სამუშაოდ საავადმყოფოში მოეწყო. ქეთი მელუამ წმინდა კეთრინეს სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი დაამთავრა მაშინ, როცა მისი უმცროსი ძმა პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა. 1998 წელს ქეთისთან ერთად ოჯახი რედჰილში გადასახლდა (ინგლისი). ქეთი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
ეკრანზე პირველი გამოჩენა [რედაქტირება]
საქართველოსა და ბელფასტში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე ქეთის სამომავლო გეგმები ხან ისტორიკოსობას, ხან კიდევ პოლიტიკოსობას უკავშირდებოდა, თუმცა მისი მომავალი ძირეულად შეიცვალა 2000 წელს, როდესაც 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის სატელევიზიო არხ ITV-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში სახელწოდებით "Stars Up Their Nose", რომელიც იყო ნაწილი საბავშვო პროგრამისა "Mad for it!". კონკურსზე ქეთიმ შეასრულა Badfinger-ის ცნობილი სიმღერა სახელწოდებით "Without You" და გაიმარჯვა.
განათლება [რედაქტირება]
მიიღო რა საშუალო განათლება სურეიში, ქეთიმ სწავლა ბრიტანეთის ხელოვანთა სასწავლებელში განაგრძო, რომელიც ტერიტორიულად ლონდონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ქეთიმ სწავლის პერიოდშივე დაიწყო სიმღერების წერა და სწორედ ამ სასწავლებელში შეხვდა იგი თავის მომავალ მენეჯერსა და პროდიუსერს, მუსიკოს მაიკ ბეტს. ქეთი მელუას უმაღლეს სასწავლებელში სწავლა არ გაუგრძელებია, თუმცა მას ხშირად გამოუხატავს სურვილი უნივერსიტეტში ჩაბარებისა. მისი სიტყვებით, თუ მომავალში უნივერსიტეტში სწავლის შანსი მიეცემა, იგი სასწავლო კურსში აირჩევდა ინგლისურ ლიტერატურას, ისტორიასა და ფიზიკას.
დისკოგრაფია [რედაქტირება]
- Call Off the Search (2003)
- Piece by Piece (2005)
- Pictures (2007)
- The House (2010)
- Secret Symphony (2012)
პირადი და ოჯახური ცხოვრება [რედაქტირება]
ქეთიმელუა დაქორწინებულია მსოფლიო ჩემპიონ ჯეიმს ტოუსლენდზე[1]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის სტატია: ქეთი მელუა
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ქეთი მელუა“ ვიკისაწყობში.- ქეთი მელუა
- ქეთი მელუას ინტერვიუ © 2005 ლაშა გაბუნია
- ინტერვიუ, ჟურნალი "The Observer" (27 თებერვალი, 2005) (ინგლ.)
- YouTube
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ ქეთი მელუა დაქორწინდა რადიო ფორტუნა