ხურიტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრინჯაოს ხანის შუა პერიოდში, ხურიტების დასახლებების სავარაუდო ტერიტორია.
ძველი მესოპოტამია
ასირიოლოგია
ქვეყნები / იმპერიები
შუმერი: ურუქიურიერიდუ
ქიშილაგაშინიფური
აქადის იმპერია: აქადი
ბაბილონიისინისუზა
ასურეთი: აშურინინევია
დურ-შარუქინინიმრუდი
ბაბილონიაქალდეა
ელამიამორიტები
ხურიტებიმითანი
კასიტებიურარტუ
ქრონოლოგია
შუმერის მეფეები
ასურეთის მეფეები
ბაბილონის მეფეები
ენა
ლურსმული დამწერლობა
შუმერული ენააქადური ენა
ელამური ენახურიტული ენა
მითოლოგია
ენუმა ელიში
გილგამეშიმარდუქი

ხურიტები, ხურის ტომები, მითანის სამეფოს ძირითადი მოსახლეობა, ენობრივად ურარტუელთა მონათესავე ტომები. დოკუმენტურად დადგენილია მათი ბინადრობა ჩრდილო შუამდინარეთში (მდინარეების ხაბურისა და ბელიხის ზემო დინებებსა და ხეობებში), რომელიც ძველი ბაბილონური წყაროების მიხედვით, შედიოდა „სუბართუში“, სადაც ცხოვრობდნენ „სუბართელები“- საერთოდ ბაბილონის ჩრდილოეთით მოსახლე ეთნიკურად სხვადასხვა წარმოშობის ტომები. ვარაუდობენ, რომ ხურიტები ჩრდილოეთ შუამდინარეთის ძველისძველი ბინადარნი არ არიან და გადმოსახლდნენ აღმოსავლეთიდან (ზაგროსის მთიანეთიდან) ანდა ჩრდილოეთიდან (სომხეთის ზეგნიდან, ამიერკავკასიიდან ან ჩრდილო აღმოსავლეთ კავკასიიდან). მაგრამ გამორიცხული არ არის ხურიტების ავტოქტონობაც, მით უმეტეს, რომ ხურიტებს მიაკუთვნებენ ასიროიდულ ანთროპოლოგიურ ტიპს. ლაპარაკობდნენ ხურიტულ ენაზე, რომელიც ენათესავება ურარტუულს. სტრუქტურულად ამსგავსებენ ხან ქართველურ (ნ. ნოზაძე), ხან აღმოსავლეთ-კავკასიურ (ი. დიაკონოვი, ს. სტაროსტინი) ენებს.[1] ხურიტები მშვიდობიანი გზით გავრცელდნენ წინა აზიის სხვადასხვა რეგიონში - მდინარე ტიგრის აღმოსავლეთით (არაფხასა და ნუზიში)., მდინარე ევფრატის დასავლეთით (აღმოსავლეთ ანატოლიაში, ჩრდილოეთ სირიაში და სხვაგან). ხურიტული ეთნიკური ელემენტი გავრცელებული იყო ასურეთში, ბაბილონეთში და სხვაგან. ხურიტებს უკავშირებენ მტკვარ-არაქსის ენეოლითურ კულტურას, რომელიც ახლოსაა ხარბეთ-ქერაქის კულტურასთან (ჩრდილოეთი სირიასა და პალესტინაში). ხურიტებმა დიდი გავლენა მოახდინეს ხეთურ კულტურასა და რელიგიაზე, მეზობელ სემიტ ტომებზე. ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში ხურიტების ტერიტორიაზე შეიჭრა არიული ეთნიკური ჯგუფი და განიცადა ხურიზაცია (არიული კვალი შემორჩა მითანის ღვთაებათა და პირთა, კერძოდ, მეფეთა სახელებში, მეცხენეობასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიაში). ხური-არიული მითანის დაცემის შემდეგ ხურიტების ძლიერებაც დასუსტდა. ძვ. წ. I ათასწლეულის დამდეგს ხურიტული ეთნიკური ელემენტი შემორჩა ხურიტების ყოფილ ტერიტორიაზე წარმოქმნილ გუზანის სამეფოში, რომელიც მოგვიანებით მთლიანად არამეული გახდა.

სქოლიო[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Дьяконов И. М., Народы древней Передней Азии. «Переднеазиатский этнографический сборник», т. 1, М., 1958;
  • Меликишвили Г. А., Древневосточные материалы по истории народы Закавказья, ч. 1 - Наири-Урарту, Тб., 1954;
  • Imparati F., Hurriti, Roma, 1964;
  • O‘Callaghan R. T., Aram Naharaim, Roma, 1948
  • გიორგაძე გ., ქსე, ტ. 11, გვ. 517-518, თბ., 1987