ენდრო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენდრო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: ენდროსებრნი
ლათინური სახელი
Rubia tinctorium

ენდრო (Rubia), მცენარის გვარი ენდროსებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქბალახები ან ბუჩქებია. აქვს მთლიანი ჯვარედინად მოპირისპირე ფოთლები და უბის ნახევარქოლგებად შეკრებილი ყვითელი, მომწვანო ან მოთეთრო პატარა ყვავილები. მისი 55-მდე სახეობა გავრცელებულია აზიის ზომიერ რაიონებში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე ნაწილი — შუა ევროპასა და აფრიკაში, 15 სახეობა კი — სამხრეთ ამერიკასა და მექსიკაში. საქართველოში 2 სახეობაა. რამდენიმე სახეობის მიწისქვეშა ნაწილები საღებავ ნივთიერებებს შეიცავს. ძველთაგანვე აშენებდნენ საღებავ ენდროს (Rubia tinctorum), რომელსაც იყენებენ აბრეშუმის, ბამბეულისა და შალის (ნოხების) ქსოვილების შესაღებად. სინთეზური ალიზარინის აღმოჩენამ ენდროს კულტურა მკვეთრად შეამცირა და იგი მხოლოდ აზიის ზოგიერთ ქვეყანაში შემორჩა. ენდროს იყენებენ აგრეთვე ხალხურ მედიცინაში რაქიტის სამკურნალოდ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • ხინთიბიძე ლ., ქსე. ტ. 4, გვ. 153-154, თბ., 1979
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ენდრო&oldid=2367918“-დან