რასა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რასა (ფრანგ. Race, გვარი, ჯიში, ტომი) - გარკვეულ ტერიტორიაზე ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომელსაც აქვს საერთო წარმომავლობა, მსგავსი გარეგნული ნიშნები (კანის, თმის, თვალების ფერი; ცხვირის, სახისა და თავის ქალის ფორმა; სიმაღლე; ასევე სისხლის ჯგუფი და სხვა). ძირითადი რასებია: თეთრი ანუ ევროპეიდული, შავი ანუ ეკვატორულ-ნეგროიდული, ყვითელი ანუ მონგოლოიდური. გამოყოფენ ასევე ორ, ე.წ. წარმოებულ რასას: ამერიკულს (ამერიკანოიდული) და ავსტრალიურს (ავსტრალოიდური). ამერიკანოიდული რასა წარმოქმნილია მონგოლოიდურისგან, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი მას ცალკე რასად მიიჩნევს. ავსტრალოიდური რაცა კი წარმოქმნილია ნეგროიდულისაგან. ზოგიერთი მეცნიერი მათაც ცალკე რასად თვლის.

თანამედროვე გეოგრაფიაში რასების საზღვრები პირობითია, მოსახლეობის დიდი ნაწილი წარმოშობილია სხვადასხვა რასის შერევით. ასეთია მაგალითად ამერიკის მოსახლეობა.

ადამიანთა რასობრივი განსხვავება გამოწვეულია გარკვეულ კლიმატურ პირობებში ხანგრძლივი ბინადრობისას ბუნებრივი პირობების ზეემოქმედებით. მაგალითად, თეთრი რასის წარმომადგენლები ძირითადად ზომიერ სარტყელში ცხოვრობენ., რამაც განსაზღვრა ღია ფერის კანი; შავი (ნეგროიდული) რასა ცხელ სარტყელში ჩამოყალიბდა, რამაც განსაზღვრა მუქი ფერის კანი და თვალები, ხუჭუჭა თმა და სხვა. ყვითელი რასის განსახლების ტერიტორიისათვის დამახასიათებელია ხშირი და ძლიერი მტვრიანი ქარები, რასთანაც დაკავშირებულია კანის ფერი, დაპატარავებული ცხვირი, თვალის ვიწრო ჭრილი და სხვა. რასობრივი განსხვავება ძირითადად ფიზიკური ნიშნებით არის გამოხატული და მას არავითარი კავშირი არა აქვს ადამიანის ტვინის განვითარებასთან, სისხლის ხარისხთან. ამ მხრივ ყველა რასის ადამიანი თანასწორია.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რასა&oldid=2374973“-დან