თემი
თემი - საქართველოს მუნიციპალიტეტში შემავალი ორი ან რამდენიმე დასახლების გაერთიანება. [1] როგორც წესი, თემი შედგება სოფლებისგან. იშვიათ შემთხვევაში თემის შემადგენლობაში შედის დაბა და რამდენიმე სოფელი.
სექციების სია |
[რედაქტირება] თემის სახელწოდება
როგორც წესი, თემი სახელწოდება ემთხვევა მასში შემავალი ერთ-ერთი სოფლის სახელწოდებას. იშვიათ შემთხვევაში, თემის სახელწოდება განსხვავდება მასში შემავალი სოფლების დასახელებებისგან.
[რედაქტირება] თემის მართვა
თემის მოსახლეობა ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ წევრს მაჟორიტარული წესით. [2] თემში იქმნება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის, მუნიციპალიტეტის გამგეობის ტეროტორიული ორგანო. [3] ტერიტორიული ორგანოს დებულება ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საკრებულო უფლებამოსილია განსაზღვროს ტერიტორიული ორგანოს იურისდიქცია: შექმნას, გააუქმოს, გააერთიანოს ან გაჰყოს თემები.[4] ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელ - რწმუნებულსა და სხვა თანამდებობის პირებს ნიშნავს გამგებელი (მერი). [5]
[რედაქტირება] ლიტერატურა
საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"; თბილისი, 2005 წლის 16 დეკემბერი N 2304 - რს
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", მუხლი 1, პუნქტი "ზ.ბ."
- ↑ საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", მუხლი 21, პუნქტი 3
- ↑ საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", მუხლი 38, პუნქტი 6
- ↑ საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", მუხლი 38, პუნქტი 7
- ↑ საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", მუხლი 38, პუნქტი 8