კალენდარი
ვიკიპედიიდან
კალენდარი (ლათ. Calendarium) გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში და საისტორიო გამოკვლევებში. პერიოდები (დღე-ღამე, კვირა, თვე, წელიწადი, საუკუნე), ანუ დროის შუალედები განისაზღვრება ცის სხეულთა მოძრაობებით (მზის ამოსვლა-ჩასვლა, წელიწადის დროთა ცვლა, მთვარის ფაზების მონაცვლეობა), რაც ადვილად და საყოველთაოდ შეიმჩნევა და უშუალოდ მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე და საქმიანობაზე. ყველა პერიოდის შორის უფრო გამოკვეთილი და ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული დღე-ღამეა, რომელიც განისაზღვრება დედამიწის მობრუნებით თავისი ღერძის ირგვლივ.
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კალენდარი მიეკუთვნება ძვ. წ. I საუკუნეს, როცა იულიუს კეისარმა, ეგვიპტელი ასტრონომის სოსიგენეს რჩევით, 45 წ. 1 იანვარიდან შემოიღო წელთაღრიცხვის სისტემა, რომლის მიხედვით ყოველი შემდეგი 3 წელიწადის ხანგრძლივობა მიღებულ იქნა 365 დღე-ღამედ. წელიწადის 12 თვედ დაყოფისას ყოველ თვეში გარკვეული კანონზომიერებით 30 ან 31 დღე -ღამე მოაქციეს, ხოლო თებერვალში 28 (უბრალო წელიწადი) ან 29 (ნაკიანი წელიწადი). ნაკიან წელიწადად ითვლება ის წელიწადი, რომლის რიგითი ნომერი იყოფა 4-ზე უნაშთოდ. ბევრ ქვეყანაში, უმეტესად აფრიკის და აღმოსავლეთის ქვეყნებში (ერაყში, ლიბანში, სირიაში, ალჟირში, მაროკოში, ტუნისში და სხვა) ხმარობენ მთვარის ფაზებზე დაყრდნობილ კალენდარს (ჰიჯრა), რიმლის მიხედვითაც მთვრაისმიერი წელიწადი შეიცავ 30 და 29 დღე-ღამიან 12 თვეს (354 დღე-ღამე).

