მითოლოგია
ვიკიპედიიდან
ღმერთი თორი სკანდინავიურ მითოლოგიაში.
მითოლოგია (ბერძნულად „მითოს“ - სიტყვა, ამბავი, გადმოცემა) არის მითების შესწავლელი დარგი, ასევე მითების ერთობლიობა. მითოლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის მითების წარმოშობას, შინაარსს, კლასიფიკაციას და გავრცელებას. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში.
ყველაზე გავრცელებულია ძველი საბერძნეთის, ეგვიპტის, ინდოეთის მითები. მითოლოგიამ საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვა ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, ენები, ასაზრდოვებს დღესაც. მითი განუყოფელი ნაწილია ყოველი რელიგიისა, მათ აქვთ შეხვედრები, ორივესთვის დამახასიათებელია რწმენა ზებუნებრივი ძალებისა.
[რედაქტირება] იხილეთ:
- ქართული მითოლოგია
- იბერიულ-კავკასიურ ხალხთა მითოლოგია
- ბერძნული მითოლოგია
- გერმანული მითოლოგია
- ეგვიპტური მითოლოგია
- ინდური მითოლოგია
- სკანდინავიური მითოლოგია
- შუმერულ-აკადური მითოლოგია
- ჩინური მითოლოგია
- რომაული მითოლოგია
- ეთრუსკული მითოლოგია

