ოსმალეთის იმპერია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ოსმალეთი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსმალეთის იმპერია
"دَوْلَتِ عَلِيّهٔ عُثمَانِیّهί"
Osmanlı İmparatorluğu
იმპერია გაუმდა
1299–1923
დროშა გერბი
დევიზი
دولت ابد مدت
Devlet-i Ebed-müddet
სამარადისო სახელმწიფო
ჰიმნი
ოსმალეთის იმპერიის ჰიმნი
ოსმალეთის იმპერის მე-16 მე-17 საუკუნეებში
ოსმალეთის სახელწიფო თავისი სიძლიერის პიკზე (1683 წ.)
დედაქალაქი სოღუთი (1299-1326)
ბურსა (1326-1365)
ედირნე (1365-1453)
კონსტანტინოპოლი (1453-1922)
ენები ოსმალური, ქართული, სპარსული, ბოსნიური, ებრაული და სხვა
რელიგია ისლამი: სუნიზმი
მთავრობა აბსოლუტური მონარქია
(1299–1876)
(1878–1908)
(1918–1922)
კონსტიტუციური მონარქია
(1876–1878)
(1908–1918)
სულთანი
 -  1299–1326 ოსმან I (პირველი)
 -  1918–1922 მეჰმედ VI (ბოლო)
დიდი ვეზირი
 -  1320–1331 ალადინ ფაშა (პირველი)
 -  1920–1922 აჰმედ ოკდაი (ბოლო)
საკანონმდებლო ხელისუფლება გენერალური ასამბლეა
 -  ზედა პალატა სენატი
 -  ქვედა პალატა დეპუტატთა პალატა
ისტორია
 -  იმპერია შეიქმნა 27 ივლისი 1299
 -  უმეფობის ხანა 1402–1414
 -  1 კონსტიტუციური ერა 1876–1878
 -  2 კონსტიტუციური ერა 1908–1922
 -  სასულთნოს გაუქმება 1 ნოემბერი 1922
 -  იმპერიის გაუქმება 29 ოქტომბერი 1923
 -  თურქეთის რესპუბლიკა 29 ოქტომბერი 1923
ფართობი
 -  1683 5,200,000 კმ² (2,007,731 მლ²)
 -  1914 1,800,000 კმ² (694,984 მლ²)
მოსახლეობა
 -  1856 წელი 35,350,000 
 -  1906 წელი 20,884,000 
 -  1912 წელი 24,000,000 
ვალუტა აკჩე, პარა, სულთანი, ქურუში, ლირა
წინამორბედი
მემკვიდრე
ბიზანტიის იმპერია
ყარამანის დინასტია
ბოსნიის სამეფო
ბულგარეთის მეორე იმპერია
სერბეთის იმპერია
უნგრეთის სამეფო
მამლუქების სასულთნო (კაირო)
ხორავატიის სამეფო (925–1102)
ჰოსპიტალიერთა ორდენი
ლეჟის ლიგა
რუმის სასულთნო
ტრაპიზონის იმპერია
მორეის დესპოტატი
ეპირის დესპოტატი
დობრუჟას დესპოტატი
დიდი ეროვნული კრების მთავრობა
პირველი ბერძნული რესპუბლიკა
ეგვიპტის სახედივო
ავსტრია-უნგრეთის მმართველობა ბოსნია და ჰერცეგოვინაში
დირიის ემირატები
ალბანეთის დროებითი მთავრობა
რუმინეთის სამეფო
ბულგარეთის სამთავრო
ბრიტანეთის კვიპროსი
საფრანგეთის ალჟირი
ტუნისის ფრანგული პროტექტორატი
ქუვეითის შეიხდომი
მოტა
იტალიის ჩრდილოეთი აფრიკა
იემენის მუტავაკილიტური სამეფო
დღეს ამ ტერიტორიაზე

ოსმალეთის იმპერია (ოსმ.: دولت عليه عثمانيه Devlet-i Âliye-i Osmâniyye), ასევე ხშირად წოდებული, როგორც „თურქეთის იმპერია“, 1299—1923 წლებში არსებობდა. მისი ძლევამოსილების პერიოდში XVI—XVII საუკუნეებში იმპერიის ტერიტორია მოიცავდა ანატოლიას, ახლო აღმოსავლეთს, ჩრდ. აფრიკის ნაწილს და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპისა და კავკასიის მნიშვნელოვან ნაწილს. ამ ტერიტორიის ფართობი დაახ. 5,6 მილიონ კმ²-ს შეადგენდა, თუმცა ის გაცილებით უფრო ვრცელ რეგიონს აკონტროლებდა მეზებელ რეგიონებში, რომლებიც მეტწილად მომთაბარე ტომებით იყო დასახლებული. იმპერიას მჭიდო პოლიტიკური და კულტურული გაცვლა ჰქონდა როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის კულტურებთან მისი 624-წლიანი არსებობის განმავლობაში.

ოსმალეთის ზრდისა და დაცემის ქრონოლოგიური რუკა

XVI—XVII საუკუნეებში ოსმალეთის იმპერია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური ერთეული გახდა, და მისი გაფართოება აღმოსავლეთ ევროპაში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, უნგრეთის სამეფოსა და პოლონეთ-ლიტვის გაერთიანების სამხრეთში ევროპას დიდ საფრთხეს უქმნიდა. იმპერიის საზღვაო ფლოტიც საკმაოდ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა ხმელთაშუა ზღვაზე. რამდენიმეჯერ ოსმალეთის არმია ცენტრალურ ევროპაშიც შეიჭრა, ვენის ალყით 1529 წელს და ხელმეორედ 1683 წელს ჰაბსბურგის სამფლობელოების დაპყრობის მცდელობაში. მათი განდევნა მხოლოდ ევროპის კოალიციის ძალებით მოხერხდა. ეს ერთადერთი არა-ევროპული ძალა იყო, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა დასავლეთის აღმავლობას XV—XX საუკუნეებში, რის გამოც იგი საბოლოოდ ევროპის ძალთა დაბალანსების პოლიტიკის ინტეგრირებული ნაწილი გახდა.

იმპერიის დაშლა პირველი მსოფლიო ომის პირდაპირი შედეგი იყო, როდესაც მოკავშირეთა ძალებმა დაამარცხეს აქსისის ძალები ევროპაში, ხოლო ოსმალეთის ძალები ახლო აღმოსავლეთის ფრონტზე. ომის დასასრულს ოსმალეთის მთავრობა დაიშალა და იმპერია გამარჯვებულმა ძალებმა გაიყვეს. მომდევნო წლებში ოსმალეთის იმპერიის ნაწილებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ერთ-ერთი მათგანი თურქეთის რესპუბლიკა იყო. ამ ახალმა რესპუბლიკამ ოსმანთა დინასტია თურქეთის 150 პერსონა ნონ გრატას სიაში შეიყვანა. მხოლოდ 50 წლის შემდეგ, 1974 წელს, თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ დართო ნება ოჯახის შთამომავლებს თურქეთის მოქალაქეობა დაებრუნებიათ, რომელიც ოჯახის მეთაურმა, ერთუგრულ ოსმან V-მ 2004 წელს დაასრულა.

რელიგიური უმცირესობები[რედაქტირება]

ოსმალეთის მრავალეროვან სამეფოში, მუსლიმ ხალხთან ერთად მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ქრისტიანი და ებრაელი მრწამსის მიმდევრები. 1452 წელს, ებრაელი ისააკ ზარფატი, მიმართავდა ებრაელებს, რომ საცხოვრებლად ოსმალეთის სამეფოში გადასულიყვნენ. ციტატა წერილიდან: „მე ისააკ ზარფატი, მოვუწოდებ ევროპულ ებრაულ მოსახლეობას, დატოვონ ქრისტიანული ევროპა და გადმოვიდნენ ოსმალეთის სამეფოში. ეს არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი საკმარისია. აქ შეგიძლიათ შეიმოსოთ საუკეთესო ტანისამოსით… ნუთუ უკეთესი არ არის ისლამურ ქვეყანაში ცხოვრება, ვიდრე ქრისტიან ხალხში?“

XV საუკუნის დასაწყისში, ოსმალეთის სამეფოს მოაწყდნენ ესპანეთიდან დევნილი ებრაელები, რომელთაც ესპანეთის მეფემ ფერდინანდ II და მისმა მეუღლემ იზაბელა I მხოლოდ ორი არჩევანის საშუალება მისცეს: ქრისტიანული მრწამსის აღიარება - , სხვა შემთხვევაში სამეფოს დატოვება. დაახლოებით 400 000 ებრაელი, ეგრეთ წოდებული სეფარდიმები, გადმოვიდნენ საცხოვრებლად ოსმალეთის სამეფოში. თავიანთი განათლებისა და ნიჭის წყალობით, მათ ქონდათ საშუალება ყოფილიყვნენ სულთანის ექიმები, მრჩევლები და ასევე მინისტრები სხვადასხვა საკითხებში.

ოსმალებმა ჩამოაყალიბეს ახალი სისტემა რელიგიური უმცირესობებისთვის „მილეტ“, რომლის წევრებიც ებრაული სინაგოგა და ქრისტიანული ეკლესიები იყვნენ. მათ დაუწესდათ წლიური გადასახადი, რომელიც მათი სახლების, სალოცავების და პირადი საკუთრების დასაცავდ იყო დაწესებული.

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]