ჯავახები
ჯავახები, ძვ. ქართული ჯავახნი— ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ისტორიულ ჯავახეთში.
საუბრობენ ქართული ენის ჯავახურ დიალექტზე.[1] ამჟამად მათი ოდენობა ჯავახეთის მხარეში დაახლოებით 5 000-მდეა. 1829–1830 წლების შემდეგ, როდესაც ოსმალეთის იმპერიიდან გენერალ პასკევიჩის მიერ ჯავახეთში გადმოსახლებულ იქნა 7 300[საჭიროებს წყაროს მითითებას]-ზე მეტი სომხური ოჯახი, ჯავახები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი სახლ-კარი და დასახლებულიყვნენ საქართველოს სხვა მხარეებში.[საჭიროებს წყაროს მითითებას]
"ჯავახ" ეთნონიმი იქცა ანთროპონიმად (შეადარეთ ივერი, იმერი, კახი, და სხვ.); ჯავახი (უსუფიქსოდ) არის გვარიც. ამ ფუძიდან წარმოქმნილია აგრეთვე გვარები: ჯავახიშვილი, ჯავახაძე, ჯავახიძე, ჯავახია, ჯავახიანი.[2]
სექციების სია |
ისტორიული წყაროები [რედაქტირება]
ჯავახნი, თორელებთან ერთად, იხსენიებიან ჟამთააღმწერელის ასწლიან მატიანეში, როგორც ნაწილი "ყოველთა ქართველთა":[3]
საინტერესო ფაქტები [რედაქტირება]
რუსულ ენაში ჯავახებისთვის არ დამკვიდრებულა ერთი მყარი შესატყვისი და იქ შეიძლება შეგხვდეთ ფორმები: Джавахи,[4] Джавахы,[5] Джавахетинцы, Джавахцы.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ მარტიროსოვი, ქართული ენის ჯავახური დიალექტი, ტექსტები, თბილისი, 1984
- ↑ ქართული გენეალოგია, ვაჟის სახელები
- ↑ ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ. II, გვ. 324
- ↑ Хаханова А.С. Празднование Нового Года у грузин // Этнографическое обозрение, книга I, Москва, 1839
- ↑ Паата Рамишвили, Рецензия на книгу: “Очерки истории стран Южного Кавказа: мультиперспективный взгляд на историю” (издательство “Эдит Принт”, Ереван 2009). Перекрестный анализ «Очерков истории стран Южного Кавказа», ISBN 978-9939-51-150-4, Ер.: Эдит Принт, 2011, ст. 225
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ზედგინიძე გიორგი, თორელ-ჯავახთა და ჯაყელ-მესხთა საკითხისათვის (თორელთა და ჯაყელთა გვარის წარმოშობა ისტორიული წყაროების მიხედვით), "ლიტერატურული მესხეთი", 2003, ოქტომბერი, გვ.6-7.
|
||||||||