ნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი (დ. 3 მაისი, 1941, ზუგდიდი) — ქართველი მოჭადრაკე, ქალთა შორის მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონი (1962-78). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978). საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა (1976) და ვაჟთა (1978) შორის. სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964). 1982 წლის საჭადრაკო ოსკარის მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თვმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989-1996).1996 წლიდა მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1981). თავისი თაობის უძლიერესი მოჭადრაკე ქალი.
ჭადრაკის თამაში დაიწყო 5 წლის ასაკიდან. შემდგომში მის დაოსტატებაზე ზრუნავდნენ ვახტანგ ქარსელაძე და მიხეილ შიშოვი. 15 წლის ასაკში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. სსრ კავშირის 5-გზის (1964,1974,1981,1983 და 1985) ჩემპიონი. 1960 წლიდან მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატებში.
- 1961 პრედენდენტთა ტურნირი - I
- 1962 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე : ნონა გაფრინდაშვილი - ელისაბედ ბიკოვა 9-2 (+7=4-0)
- 1965 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე : ნონა გაფრინდაშვილი - ალა კუშნირი 8,5-4,5 (+7=3-3)
- 1969 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე : ნონა გაფრინდაშვილი - ალა კუშნირი 8,5-4,5 (+6=5-2)
- 1972 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე : ნონა გაფრინდაშვილი - ალა კუშნირი 8,5-7,5 (+5=7-4)
- 1975 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე : ნონა გაფრინდაშვილი - ნანა ალექსანდრია 8,5-3,5 (+8=1-3)
- 1978 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე : ნონა გაფრინდაშვილი - მაია ჩიბურდანიძე 6,5-8,5 (+2=9-4)
- 1980 პრედენდენტთა 1/4 ფინალური მატჩი: ნონა გაფრინდაშვილი - ნინო გურიელი 6-3 (+5=2-2)
- 1980 პრედენდენტთა 1/2 ფინალური მატჩი: ნონა გაფრინდაშვილი - ნანა იოსელიანი 7-7 (+3=8-3)
- 1982 საზონათშორისო ტურნირი - I
- 1983 პრედენდენტთა 1/4 ფინალური მატჩი: ნონა გაფრინდაშვილი - ირინა ლევიტინა 4-6 (+4=0-6)
- 1985 საზონათშორისო ტურნირი -V-VII
- 1987 საზონათშორისო ტურნირი - II-IV
- 1987 დამატებითი მატჩ-ტურნირი - I
- 1988 პრედენდენტთა ტურნირი - VII
- 1990 საზონათშორისო ტურნირი - I
- 1990 პრედენდენტთა ტურნირი - V
- 1991 საზონათშორისო ტურნირი - I-II
- 1992 პრედენდენტთა ტურნირი - VII-IX
1963-1974,1977-1986 და 1990-1992 წლებში მონაწილეობდა ქალთ ა საჭადრაკო ოლიმპიადებში. არის 11-გზის (საუკეთესო შედეგი) ოლიმპიური ჩემპიონი და ერთგზის ვიცე-ჩემპიონი. ინდივიდუალურად მოპოვებული აქვს 9 ოქროს,3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე ჩაატარა 128 პარტია (+94=26-8). 1969 და 1972 წლებში ფლობდა ევროპის ჩემპიონთ თასს. გარდა ამისა წარმატებით ასპარეზობდა საერთაშორისო ტურნირებში:
- 1963 ბევერვეიკი - I (9-და 9 ქულა)
- 1964 თბილისი - I
- 1966 ბელგრადი - I
- 1967 ბელგრადი - II
- 1967 კიევი - I
- 1968 ბელგრადი - I
- 1970 ბელგრადი - II
- 1971 ბელგრადი - I (13-დან 13 ქულა)
- 1974 ბელგრადი - I
- 1975 ვეიკ ან ზეე - I
- 1975 ტიმიშოარა - I (13-დან 13 ქულა)
- 1976 ბელგრადი - I
- 1978 ბელგრადი - I
- 1981 იაიცე - I
- 1982 იაიცე - I
- 1983 ბარსელონა - I
- 1984 თბილისი - I
- 1985 იერი - I
- 1992 ბელგრადი - III
წარმატებით გამოდიოდა ნ.გაფრინდაშვილი ვაჟთა ტურნირებშიც:
- 1963/1964 ჰასტინგსი - ბ ტურნირი - I-II
- 1964/1965 ჰასტინგსი - V
- 1967/1968 გეტებორგი - III
- 1971 თბილისი - IV-V
- 1974 დორტმუნდი - III-IV
- 1977 ლონ-პაინი - I-IV
- 1978 დორტმუნდი - II-III
- 1983 რეჯო ნელ ემილია - I
- 1985 ლუანდა - II-III
- 1987 ვეიკ ან ზეე - I-III
1995 წელს ნ.გაფრინდაშვილი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ქალ ვეტერან მოჭდრაკეთა შორის. ჭადრაკში მიღწეული შედეგებისათვის დაჯილდოებულია ლენინის (1966), ,,ღირსების’’ (1985) და ,,შრომითი წარჩინებისათვის’’ (1965) ორდენებით. საჭადრაკო ოლიმპიადებზე თამაშდება მისი სახელობის თასი, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის.
|
|||||
სტატიის