აფხაზური ენა

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აფხაზური ენა
Аҧсуа бызшәа, Аҧсшәа
მოლაპარაკეთა რაოდენობა 600.000 კაცი
გავრცელებულია თურქეთი / საქართველო (აფხაზეთის ა.რ.)
ლინგვისტური კლასიფიკაცია ჩრდილოკავკასიური
დამწერლობის სისტემა კირილიცა
ოფიციალური სტატუსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ენის კოდები ISO 639-1

აფხაზური ენაზე (თვითსახელწოდება аҧсуа бызшәа [аpʰswa bəzʃʷa] აფსუა ბვზშია, ან უბრალოდ аҧсшәа [аpʰsʃʷa] აფსშია) ლაპარაკობენ საქართველოსა (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) და თურქეთში. საქართველოში ამ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი შეადგენს დაახლ. 101.000 კაცს. თურქეთში აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა ზუსტი რიცხვის დადგენა თურქეთის რესპუბლიკაში არსებული არასაკმარისი დოკუმენტირებისა და ნაკლებად სანდო სახალხო აღწერის გამო ძნელია.

აფხაზურენოვანი მოსახლეობის შესახებ არსებული ოფიციალური და არაოფიციალური რიცხვობრივი მონაცემები მეტად საეჭვოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. კერძოდ; ეს რიცხვი მერყეობს 4.000-დან 39.000 კაცამდე.

აფხაზური ენის კუნძულად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გადმოღმა აჭარის ერთ-ერთ რაიონსა, ასევე სირიაში არსებული რამდენიმე აფხაზურენოვანი დასახლებული პუნქტი.

სექციების სია

[რედაქტირება] სიტყვა „აფხაზის“ წარმოშობისათვის

ეთნონიმი „აფხაზი“ ეტიმოლოგიური თვალსაზრისით ქართული წარმოშობის სიტყვა უნდა იყოს და სხვა ხალხთა ენებშიც ქართულიდან უნდა გადასულიყო; ოსურად – Абхази ბერძნულად – Αμπχαζία, რუსულად – Абхазия, ინგლისურად – Abkhazia, გერმანულად – Abсhasien, თურქულად – Abhazya, არაბულად – أبخازيا, სპარსულად - آبخاز). რაც შეეხება სპარსულ წყაროებს, აღსანიშნავია ერთი დეტალი; X საუკუნის საქართველოში უმოგზაურია ცნობილ სპარს პოეტს აბუ მანსურ მუჰამად იბნ აჰმად დაყიყის, რომელიც საქართველოს აფხაზეთად მოიხსენიებს.

[რედაქტირება] ენის დახასიათება

აფხაზური ენა შედის იბერიულ-კავკასიურ ენათა ჩრდილო-დასავლურ, აფხაზურ-ადიღეურ ჯგუფში.

აფხაზური ენა თანხმოვანთა განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩევა. ამავდროულად უჩვეულოდ ცოტაა ხმოვანთა რაოდენობა. აფხაზურ ენაში არის 2 დისტინქტიური ხმოვანი; ღია ხმოვანი a და დახურული ხმოვანი ə. იმისდა მიხედვით თანხმოვნების რა კონსტელაცია შეიქმნება, წარმოვთქვამთ როგორც e, i, o ან u. აბჟუურ დიალექტს 58 თანხმოვანი აქვს, ხოლო ბზიფურ დიალექტს კი 67 თანხმოვანი. აფხაზურ ენას ახასიათებს აგლუტინაცია და წარმოადგენს ერგატიულ ენას. აფხაზური სქესს მხოლოდ ნაცვალსახელებში განარჩევს. არსებით სახელს აქვს შედარებით მარტივი მორფოლოგია – არსებობს ბრუნვის შეზღუდული რაოდენობა, სამაგიეროდ ზმნაა ძალიან რთული და კომპლექსური – ახასიათებს ძირითადად პრეფიგირება.

[რედაქტირება] აფხაზური ენის დიალექტები

აფხაზურ ენას ხშირად აფხაზურ–აბაზ(ინ)ური ენის დიალექტად მოიხსენიებენ. ლინგვისტური თვალსაზრისით კი ბევრად უკეთესი იქნება თუ აფხაზურსა და აბაზურს ორ სხვადასხვა ენად განვიხილავთ. აფხაზური ენა დაიყოფა რამდენიმე დიალექტად, რომელთაგან სამი აფხაზეთის ტერიტორიაზე (დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით) გვხვდება: (1.) ბზიფური, (2.) აბჟუური და - პირველ-მეორე დიალექტთან შედარებით საკმაოდ პატარა - (3.) სამურზაყანოს (სიტყვა სამურზაყანოს გამო იგი არ უნდა აგვერიოს მეგრული ენის სამურზაყანო-ზუგდიდის დიალექტში) დიალექტები. სხვა დიალექტები დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე გვხვდება (სადზი, ახჩიფსა და ცაბალი, აგრეთვე ბზიფი).

[რედაქტირება] ევლია ჩელები

მთავარი სტატია : ევლია ჩელები.

აფხაზური ენის შესახებ არსებული პირველი ცნობები, რომლებიც დღემდე შემოინახა ХVII საუკუნის ცნობილ თურქ მოგზაურს ევლია ჩელების (Evliya Çelebi) ეკუთვნის. ევლია ჩელები თავის მოგზაურობას 1640 წელს შესდგომია და დაუსრულებია 1670 წელს. მას მოუვლია ყირიმი, რუმელია, ავსტრია, ალბანეთი, კრეტა, დალმაცია, თესალონიკი, აზერბაიჯანი და საქართველო და თავისი შთაბეჭდილებები ერთ წიგნად შეუკრავს, ხოლო წიგნისთვის კი სეაჰათნამე (სამოგზაურო წიგნი) უწოდებია. მოგზაურს გარდა ზოგადი ცნობებისა არაბული ასოებით ჩაუწერია ზოგი აფხაზური სიტყვა. აფხაზური ენა ახალგაზრდა სამწერლობო ენაა.

[რედაქტირება] აფხაზური ანბანის კირილური ვარიანტი

მთავარი სტატია : აფხაზური ანბანი.

პირველი აფხაზური ანბანი 1862 წელს სლავურ-კირილური დამწერლობის საფუძველზე შეიმუშავა ბარონმა პეტერ ფონ უსლარმა და იგი შედგებოდა 37 ასო-ნიშნისაგან, მაგრამ 1905 წლიდან გრაფიკული ნიშნების რაოდენობა 55 ასომდე გაზარდეს. მოგვიანებით ნიკო მარი შეეცადა კიდევ უფრო სრულ-ეყო ეს დამწერლობა, მაგრამ მან ლათინურ ანბანზე დაყრდნობით შექმნა კიდევ ერთი, ახალი ნაირ-სახეობა, რომელიც ამჯერად 75 ასო-ნიშანს მოიცავდა. ლათინურ ანბანს აფხაზები 1926-დან 1928-წლამდე გამოიყენებდნენ. 1937 წელს ქართული ანბანის საფუძველზე შემოიღეს აფხაზური დამწერლობა, მაგრამ ქართველებისაგან დისტანცირების სურვილის გამო აფხაზები 1954 წელს ისევ კირილურ ვარიანტს დაუბრუნდნენ. ქართული ანბანის შემოღების ეს ფაქტი ხშირად გამხდარა აფხაზთა მიერ ქართველთა საყვედურის მიზეზი, კერძოდ ბევრი აფხაზი ამ ისტორიულ ფაქტში გაქართველების მცდელობას ხედავს. თუმცა რამდენად უწყობს მათ ხელს საკუთარი ეროვნული სახის შენაჩუნებაში კირილური ანბანის (ე.წ. გრაჟდანკას) გამოყენება, უცნობია. (ამ თემაზე ქვემოთ, ამ სტატიის ბოლო თავში „რესურსები ინტერნეტში“ იხილეთ ქართველი ენათმეცნიერის, აფხაზური ენის ცნობილი მკვლევრის თეიმურაზ გვანცელაძის სტატია „აფხაზური სამწიგნობრო ენის ქართულ გრაფიკაზე გადაყვანის ისტორიიდან“.)

საბოლოო ჯამში ენათმეცნიერები, რომლებიც სხვადასხვა დროს აფხაზური ანბანის შექმნაზე ზრუნავდნენ, იყვნენ პეტერ ფონ უსლარი, დიმიტრი გულია, კონსტანტინე მაჭავარიანი, ალექსეი ჭოჭუა და ნიკო მარი.

აფხაზური ანბანი (Аҧсуа алфавит)
ასო (კირილიცა) ტრანსლიტერაცია IPA ნიშანი ასო ტრანსლიტერაცია IPA ნიშანი
Аа a /a/ Мм m /m/
Бб b /b/ Нн n /n/
Вв v /v/ Оо o /o/
Гг g /g/ Ҩҩ /ɥ/
Гьгь g' /gʲ/ Пп p /pʼ/
Ҕҕ /ɣ/ Ҧҧ /p/
Ҕьҕь g̍' /ɣʲ/ Рр r /r/
Дд d /d/ Сс s /s/
Дəдə do /dʷ/ Тт t /tʼ/
Џџ ǰ /dʐ/ Тəтə to /tʷʼ/
Џьџь ǰ' /ʥ/ Ҭҭ /t/
Ее e /e/ Ҭəҭə o /tʷ/
Ҽҽ /ʦ̢/ Уу u /w, u/
Ҿҿ c̨̍ /ʦ̢ʼ/ Фф f /f/
Жж ž /ʐ/ Хх x /x/
Жьжь ž' /ʑ/ Хьхь x' /xʲ/
Жəжə žo /ʐʷ/ Ҳҳ /ћ/
Зз z /z/ Ҳəҳə o /ћʷ/
Ʒʒ ʒ /ʣ/ Цц c /ʦ/
Ʒəʒə ʒo /ʣʷ/ Цəцə co /ʦʷ/
Ии i /i, j/ Ҵҵ /ʦʼ/
Кк k /kʼ/ Ҵəҵə o /ʦʷʼ/
Кькь k' /kʲʼ/ Чч č /tɕ/
Ққ /k/ Ҷҷ č̢ /tɕʼ/
Қьқь k̢' /kʲ/ Шш š /ʂ/
Ҟҟ /qʼ/ Шьшь š' /ɕ/
Ҟьҟь k̄' /qʲʼ/ Шəшə šo /ʂʷ/
Лл l /l/ Ыы y /ə/

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • კვარაცხელია, ალექსი: აფხაზური ენის გრამატიკა ფონეტიკა და მორფოლოგია - სოხუმი : ალაშარა, 1990
  • კვარჭულია, ალექსი: აფხაზური ენის გრამატიკა : [ფონეტიკა და მორფოლოგია] - სოხუმი : ალაშარა, 1990
  • Andrews, Peter A.: Ethnic groups in the Republic of Turkey., Beiheft Nr. B 60, Tübinger Atlas des Vorderen Orients, Wiesbaden: Reichert Publications, 1989
  • Марр, Н.: 1938. О Языке и истории абхазов. Москва: Академия Наук СССР.
  • Марр Н. Я.: Абхазский аналитический алфавит. Л., 1926 («Труды яфетского семинария», I).
  • Ломтатидзе, К. В. 1968. Грамматика абхазкого языке: фонетика и морфология. Сухуми.)
  • Čirikba, Vjačeslav A.: 2003. Abkhaz (Languages of the world). München: LINCOM Europa.
  • Chirikba V.A.: Common West Caucasian. The Reconstruction of its Phonological System and Parts of its Lexicon and Morphology. — Leiden: Research School CNWS. 1996.
  • Chirikba V.A.: Abkhaz. Languages of the World/ Materials 119. Leiden: Lincom Europa, 2003.
  • Chirikba V.A.: Distribution of Abkhaz Dialects in Turkey. In: A. Sumru Özsoy (ed.). Proceedings of the Conference on Northwest Caucasian Linguistics, 10-12 October 1994. Studia Caucasologica III. Novus forlag — Oslo, Institutet for sammenlignende kulturforskning, 1997, p. 63-88.
  • Чирикба В. А.: Расселение абхазов в Турции. Приложение к книге: Ш. Д. Инал-ипа. Садзы. Историко-этнографические очерки. Москва: Российская Академия Наук, 1995, с. 260—278.
  • Чирикба В. А.: Абхазский язык. // Языки Российской Федерации и Соседних Государств. Энциклопедия. В трех томах. Т. 1. A-И. Москва: Наука, 1998, с. 8-18.
  • Klimov, Georgij A. 1994. Einführung in die kaukasische Sprachwissenschaft. Üb. von Jost Gippert. Hamburg: Buske.
  • Hewitt, B. G. 1979. Abkhaz (Lingua Descriptive Studies). Amsterdam: North-Holland.)
  • Hewitt B.G. Abkhaz // Greppin J. (ed.) The Indigenous Languages of the Caucasus Vol. 2. New York: Caravan Books, 1989. [Pp. 39-88].
  • Грамматика абхазского языка. Фонетика, морфология. Сухуми, 1966
  • Инал-ипа Ш. Д. Садзы. Историко-этнографические очерки. Москва: РАН, 1995
  • Услар П. К.: Этнография Кавказа. Языкознание. Т. 1: Абх. язык. Тифлис, 1887 (вопроизв.: Сухум, 2002)

[რედაქტირება] ლექსიკონები

  • Марр Н. Я.: Абхазско-русский словарь. Л., 1926.
  • Русско-абхазский словарь. Сухуми, 1964.
  • Шакрыл К. С., Конджария В. Х., Чкадуа Л. П. Словарь абхазского языка: в 2 томах. Сухуми, 1987.
  • Chirikba, V. A.: A Dictionary of Common Abkhaz. Leiden, 1996.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
[[:{{{1}}}:|{{{3}}} ენაზე {{{4}}}]]
[[:{{{1}}}:{{{2}}} | {{{2}}}]]


პირადი ხელსაწყოები