ყველი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ყველი — საკვები პროდუქტი, რომელიც აჭრილი რძისგან მზადდება. გამოყენებული რძე შეიძლება იყოს ძროხის, ცხვრის, თხის, კამეჩის, ან რომელიმე სხვა ძუძუმწოვრის. ყველი არის თეთრი ან ღია–მოყვითალო ფერის. შეიძლება ჰქონდეს ნასვრეტები.
არსებობს ყველის ასეულობით სახეობა, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიით მზადდება. საქართველოში გავრცელებული ყველის ნაირსახეობებია: გუდის ყველი, იმერული ყველი, სულუგუნი.
დამატებითი ინფორმაცია [რედაქტირება]
- რატომ უნდა მივირთვათ ყველი? mkurnali.ge
- ქართული ყველი forum.vinoge.com–ზე
- თუშური გუდის ყველი
- ქართული ყველისა და ღვინის შეხამების შესავალი