ქვევრი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ქვევრი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ქვევრი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქვევრის ფოტოსურათი
ქვევრები გორის სიახლოვეს

ქვევრიკვერცხისებური ფორმის, კონუსური (იშვიათად ბრტყელი) ძირის მქონე თიხის ჭურჭელი, ვიწრო ყელითა და დისკოსებური თავით. გამოიყენება ღვინის დასაყენებლად ან მარცვლეულის შესანახად. ქვევრის მოხმარება სპეციფიურია - მას მიწაში ფლავენ და ჰერმეტიულად ხურავენ. საქართველოში ქვევრისებური ჭურჭელი ადრეული ბრინჯაოს ხაინდანაა ცნობილი, თუმცა ბევრი მათგანის კონკრეტული დანიშნულება უცნობია. ქვევრი მრავლადაა გამოვლენილი ანტიკური ხანის ნამოსახლარებსა და სამაროვნებზე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებულ, ღვინის დასაყენებელ და შესანახ თიხის უნიკალურ ჭურჭელს - ქვევრს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა[1]. იგივე სტატუსი ქვევრს, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 8 თებერვალის № 91 ბრძანებულებით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისადაც მიენიჭა[2][3].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ე. გოგაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 510, თბ., 1986 წელი.
  • «ქვევრის ჰერმეტიზაციის ძველი წესები» / გ. ცინცაძე, ხ. წიქარიშვილი, მ. ცინცაძე, რ. ჩაგუნავა // საქართველოს ქიმიური ჟურნალი. - თბ., 2007. - ISSN: 1512-0686. - N2. - გვ.233-235. - რეზიუმე ინგლისურ და რუსულ ენაზე;
  • «ქვევრის გამოყენის განსაკუთრებული შემთხვევები» / გ. ცინცაძე, ხ. წიქარიშვილი, მ. ცინცაძე, რ. ჩაგუნავა // საქართველოს ქიმიური ჟურნალი. - თბ., 2007. - ISSN: 1512-0686. - N2. - გვ.236-238. - რეზიუმე ინგლისურ და რუსულ ენაზე;
  • «ქვევრის სარქველი : [ჰერმეტულად დახურვის წესი]» // მოსავალი / რედაქტორ-გამომცემელი ვ.ი. რცხილაძე. - 1909. - N12. - გვ.9-10

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]