მჭედელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თანამედროვე მჭედელი

მჭედელიმუშა, რომელიც ამუშავებს ლითონს. ლითონზე დარტყმით ინსტრუმენტების და იარაღების დაჭედვა ადამიანებმა ჯერ კიდევ ქვის ხანიდან ისწავლეს. მჭედლის ძირითადი მატერიალია ლითონები: რკინა (და მისგან მიღებული ფოლადი), სპილენძი, ტყვია, კეთილშობილი ლითონები და სხვა, თუმცა მჭედლები კიდევ სხვა ბევრ ნივთიერებას იყენებენ. ხანდახან ხმლის გასაციებელ წყალში არის შერეული საღებავები და მცენარეები, თუმცა აქვს თუ არა ამას სარგებელი ძნელი სათქმელია.

ისტორია[რედაქტირება]

პირველი ლოთონები რომლის დამუშავება ადამიანმა შეძლო იყო ოქრო, ვერცხლი, სპილენძი და მათი შენადნობები. თუმცა პირველილად ადამიანმა სპილენძი დაამუშავა მისი სირბილის, ადვილად ჭედვადობის გამო. პირველად, სპილენძის დამუშვება დაიწყეს მცირე აზიაში. ნაპოვნია უძველესი სპილეძის მოსართავები, სამკაულები, დანები და სხვა. ცოტახანში ადამიანებმა დაიწყეს სპილენძისგან შენადნობების გაკეთება, ასე შეიქმნა ბრინჯაო და მსგავსი შენადნობები.

მოგვიანებით მჭედლებმა შეძლეს რკინის დამუშავება, თუმცა თავიდან ეს იყო მხოლოდ მეტეორიტული რკინა. ხალხი პოულობდა გიგანტურ მეტეორიტებს, ესკიმოსები მეტეორებიდან იღბდნენ ნატეხებს და დანებს აკეთებდნენ, ასე დაიწყო რკინის დამუშავება. ჩვენ წელთა აღრიცხვით დაახლოებით 1200 წლის წინ დაიწყო რკინის ხანა — ადამიანმა გადალახა ტემპერატურის ბარიერი და ისწავლა რკინის დადნობა მადანებიდან. ღია ცეცხლს შეუძლია რკინას მისცეს 600—700˚С, დახურულ ცეცხლს კი 800—1000. მჭედლების შესაძლებობები იცვლებოდა ხანების მიხედვით (როგორიცაა ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]