ლაზური ენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაზური
ლაზური ნენა
გავრცელებულია საქართველო, თურქეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 130,000[1]
ლინგვისტური კლასიფიკაცია ქართველური ენები
დამწერლობის სისტემა ქართული დამწერლობა ლათინური დამწერლობა
ენის კოდები ISO/FDIS 639-3: lzz
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ვიკისივრცე

Wikipedia-logo.png ვიკისივრცეში არის ლაზური ვიკიპედია

ლაზური ენა (ლაზ. ლაზური ნენა) — ერთ-ერთი ქართველური ენათაგანი; შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპროს გასწვრივ მცხოვრები (ამჟამად თურქეთის რიზეს და ართვინის პროვინციები) ამავე სახელწოდების ქართველური ეთნიკური ჯგუფის (ლაზები) სასაუბრო ენა. სავარაუდოდ ამ ენაზე დაახლ. 130,000 ადამიანი საუბრობს თურქეთში, რეგიონში, რომელსაც კოლოქვიალურად „ლაზისტანს“ უწოდებენ, და დაახლ. 3.000 საქართველოში.

გეოგრაფიული არეალი[რედაქტირება]

კოლხთა უძველესი სამეფო მდებარეობდა იმ რეგიონში სადაც ამჟამად ლაზურად მოსაუბრე მოსახლეობა ცხოვრობს, შესაბამისად მათი ენა კოლხთა შთამომავალი (ან ერთ-ერთი განშტოება) უნდა იყოს.

ამჟამად ლაზურად მოსაუბრეთა უმრავლესობა ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში ცხოვრობს, შავი ზღვის სანაპიროზე: რიზესა და ართვინის პროვინციებში. ლაზების ნაწილი რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) შემდეგ გადასახლდა ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში (კარამიურსელი, საქარია, ბარტინი და სხვ.) და ამჟამად ასევე სტამბულსა და ანკარაში. ლაზების მცირე ნაწილი ცხოვრობს საქართველოშიც, უმეტესწილად აჭარაში (დაახ. 3.000)

ანბანი[რედაქტირება]

ლაზური ენა იყენებს ქართულსა და ლათინურ დამწერლობებს. ამათგან თურქეთში მყოფი ლაზებისთვის უფრო პოპულარული თურქული ლათინურის მიხედვით შექმნილი ე.წ. „ლაზური ანბანია“.

ქართული (მხედრული) ლათინური (მიღებული) ლათინური (იშვიათი) IPA
ორთოგრაფიული ანბანი ტრანსკრიფციები
a a ɑ
b b b
g g ɡ
d d d
e e ɛ
v v v
z z z
t t t
i i i
l l l
m m m
n n n
y y j
o o ɔ
j ž ʒ
r r r
s s s
u u u
p p p
k k k
ğ ɣ ɣ
q q’
ş š ʃ
ç č t͡ʃ
ts, ან з [2] c t͡s
ʒ d͡z
tsʼ, ან зʼ [2] ċ t͡sʼ
çʼ č’ t͡ʃʼ
x x x
c ǯ d͡ʒ
h h h
f f f

ლექსიკა[რედაქტირება]

  • გამარჯობა - გეჯგინობა, გომორმჟორა
  • კარგად იყავი - ჩქვა კაითე (კაობათე/კაინობათე)
  • მე/შენ/ის - მა/სი/ეჲა
  • დიახ, ჰო - ჰო
  • არა - ვარ

რიცხვები

1 ართ
2 ჟურ
3 სუმ
4 ოთხო
5 ხუთ
6 ანში
7 შქვით
8 ოვრო
9 ჩხორო
10 ვიტ

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Laz. (ინგლისური)
  2. 2.0 2.1 Extension consonnant for the Latin version of the Latin alphabet, often represented with the digit three (3) (currently missing from Unicode ?) ; the Cyrillic letter ze (З/з) has been borrowed in newspapers published in the Socialist Republic of Georgia (within USSR) to write the missing Latin letter ; modern orthographies used today also use the Latin digraphs Ts/ts for З/з and Ts’/ts’ for(З’/з’


ქართველური ენები
ქართული | მეგრული | ლაზური | სვანური