ქართლის ცხოვრება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართლის ცხოვრება — ძველი ქართული საისტორიო თხზულებათა კრებული, ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ძირითადი წყარო. შეიცავს ქვეყნის ისტორიის გაბმულ თხრობას უძველესი ხანიდან. „ქართლის ცხოვრებაში“ საყურადღებო ცნობები მოიპოვება სომხეთის, კავკასიის, ალბანეთის, ჩრდილო კავკასიის, აგრეთვე ირანის, თურქეთის, ბიზანტიისა და სხვა ქვეყნებისა თუ ხალხთა შესახებ.

XIX საუკუნეში ზოგიერთი მეცნიერი (ო. სენკოვსკი, ქ. პატკანოვი) უარყოფდა „ქართლის ცხოვრების“ სიძველეს და ვახტანგ VI-ს მიაწერდა მის შედგენას. მ. ბროსემ, დ. ბაქრაძემ, ი. ჭავჭავაძემ არაობიექტურობაში ამხილეს „ქართლის ცხოვრების“ კრიტიკოსები და დაასაბუთეს მათი მსჯელობის სრული უსაფუძვლობა. საყურადღებო მოსაზრებები აქვთ გამოთქმული „ქართლის ცხოვრების“ შესახებ თ. ჟორდანიას, მ. ჯანაშვილს, ე. თაყაიშვილს, ს. კაკაბაძეს. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა „ქართლის ცხოვრების“ შესწავლაში ი. ჯავახიშვილმა.

ხელნაწერები და რედაქციები[რედაქტირება]

"ქართლის ცხოვრების" ხელნაწერებს სპეციალისტები ყოფენ ორ ძირითად ჯგუფად – ვახტანგამდელი და ვახტანგისეული. ვახტანგამდელი ხელნაწერების რედაქციები უძველესია და გადაწერილი არიან ვახტანგ VI-ს მიერ ჩატარებულ სარედაქციო საქმიანობამდე.

ვახტანგამდელი რედაქციები[რედაქტირება]

ამ ჯგუფის რედაქციები შემორჩენილია 4 ხელნაწერით, რომელთაგან უძველესია ანასეული:

  • ანასეული (A) ნუსხა – გადაწერილია 1479–1495 წლებში. დეფექტურია, აკლია დასაწყისი ფურცლები.
  • ჭალაშვილისეული (C) – გადაწერილია XVI საუკუნეში (დეფექტური).
  • მცხეთური (Q) – გადაწერილია 1697 წელს (დეფექტური. ერთადერთი ნუსხა შესრულებული ნუსხა-ხუცურით).
  • მარიამისეული (M) – გადაწერილია 1633–1645/1646 წლებში. ეს არის ყველაზე ძველი სრულად შემორჩენილი რედაქცია.

ვახტანგისეული რედაქციები[რედაქტირება]

ამ ჯგუფის რედაქციები შემორჩენილია 16 მთავარი ხელნაწერით:

  • რუმიანცევისეული (R) - 1699-1703/1709
  • თეიმურაზისეული (T) - დაახ. 1700/1705–1724
  • ფალავანდიშვილისეული – ძველი (P) – 1719–1744
  • ჭალაშვილისეული – ახალი (c) – 1731
  • მაჩაბლისეული (m) – 1736
  • ჯანაშვილისეული (D) – XVIII ს–ის შუა წლები
  • საეკლესიო მუზეუმისა (E) – 1748
  • ფალავანდიშვილისეული – ახალი (p) –ä 1761
  • ბარათაშვილისეული (b) – 1761
  • დადიანისეული (d) – XVIII ს–ის შუა წლები
  • სხვიტორული (s) – XVIII ს–ის მეორე ნახ.
  • ქუთაისური რედაქცია (k) – IX ს.
  • [Q-383] – XVIII ს–ის ბოლო
  • [S-5316] – 1822
  • [S-5314] – 1833–1834
  • ბროსესეული (B) – 1839

ძველი სომხური თარგმანი[რედაქტირება]

არსებობს "ქართლის ცხოვრების" ძვ. სომხური თარგმანი, შემორჩენილი ოთხი რედაქციით. შესაძლოა ის განხილულ იქნას არა როგორც თარგმანი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), არამედ როგორც ქართული ორიგინალის ადაპტაცია:

  • Arm/A – 1274–1311 წწ. (ს. ყაუხჩიშვილით – a, რ. თომსონით – A, ს. რეპით – Arm/A)
  • Arm/B – 1669–1674 წწ.
  • Arm/C – 1683–1684
  • Arm/D – 1840

ძირითადი გამოცემები[რედაქტირება]

ქართულ ენაზე[რედაქტირება]

  • ქართლის ცხოვრება: მარიამ დედოფლისეული ვარიანტი, ე. თაყაიშვილის გამოც., ტფ., 1906
  • ქართლის ცხოვრება: ანა დედოფლისეული ნუსხა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1942
  • ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, განათლება, თბ., 1955
  • ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 2, განათლება, თბ., 1959
  • ქართლის ცხოვრება, რ. მეტრეველის რედაქციით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბ., 2008
  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი (ცდა ტექსტის აღდგენისა), კ. კეკელიძის რედ. და გამოკვლევით, თბ., 1941 ();

უცხო ენებზე[რედაქტირება]

  • Brosset, Marie-Felicite. Additions et eclaircissements a l' histoire de la Georgie, St. Petersburg, 1851
  • Das Leben Kartlis, Eine Chronik aus Georgien 300-1200, ubers. und herausgegeben von Gertrud Pätsch, Leipzig, 1985
  • Robert W. Thomson, Rewriting Caucasian History: The Medieval Armenian Adaptation of the Georgian Chronicles. The Original Georgian Texts and The Armenian Adaptation, Oxford, Clarendon Press, 1996 (შეიცავს ქართული ორიგინალის და მისი ძვ. სომხური ვერსიის ტექსტებს და მათ ინგლისურ თარგმანს)
  • K‘art‘lis c‘xovreba: The Georgian Royal Annals and Their Medieval Armenian Adaptation, 2 vols. General editor Stephen H. Rapp Jr., Delmar, NY: Caravan Books, 1998
  • ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, თარგმნა და გამოსცა ილია აბულაძემ, თბ., 1953 (შეიცავს ძვ. სომხურ ვერსიას, მის თარგმანს ახ. ქართულ ენაზე და პარალელურ ძვ. ქართულ ტექსტს)
  • История и восхваление венценосцев, перевод с грузинского, предисловие и примечание К.С.Кекелидзе, Тб.1954
  • Мровели Леонти. Жизнь картлийских царей (Извлечение сведений об абхазах, народах Северного Кавказа и Дагестана), пер. предисловие и примечание Цулая Г. В., М. Наука. 1979
  • Джуаншер Джуаншериани. Жизнь Вахтанга Горгасала, пер. предисловие и примечание Цулая Г. В., Тб. Мецниереба. 1986

შედგენილობა და ავტორები[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • დ. მუსხელიშვილი, "ქართლის ცხოვრების" შედგენილობისათვის, მაცნე, ისტორიის სერია, 4, 1987
  • ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა – ჯუანშერ ჯუანშერიანი
  • დ. მუსხელიშვილი, "ქართლის ცხოვრების" უძველესი ნაწილის შედგენილობა და ჯუანშერის თარიღი, კრებული: საქართველო ვახტანგ გორგასლის ეპოქაში, თბ., 1999
  • გ. ანჩაბაძე, ჯუანშერი და მისი "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა", მაცნე, ისტორიის სერია, 4, 1987
  • გ. ახვლედიანი, ჯუანშერის "ვახტანგ გორგასლის ცხოვრების" ფოლკლორული წყაროები, მაცნე, ისტორიის სერია, 1, 1979
  • თ. ბერიძე, ჯუანშერის ისტორიის ერთი ადგილის სწორად გაგებისათვის, მნათობი, 1999
  • ა. ბოგვერაძე, ნაშრომი ვახტანგ გორგასლის ისტორიკოსის სესახებ, ანალები, 2, 1999
  • ა. ბოგვერაძე, ჯუანშერი, ქსე, 11, თბ., 1997
  • ვ. გოილაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი, თბ., 1991
  • ვ. გოილაძე, როდის მოღვაწეობდა ჯუანშერ ჯუანშერიანი
  • მ. სანაძე, ჯუანშერ ჯუანშერიანი და მისი მოღვაწეობის ხანა, თსუ შრომები, 338, 2001
  • მ. ლორთქიფანიძე, რა არის ,,ქართლის ცხოვრება"? 1989
  • კ. გრიგოლია რას მოგვითხრობს ,,ქართლის ცხოვრება"?
  • Stephen H. Rapp Jr. Studies in Medieval Georgian Historiography: Early Texts and Eurasian Contexts, Corpus Scriptorum Christianorum Orientalium, vol. 601, subsidia, vol. 113. Louvain: In aedibus Peeters, 2003
  • Christian Settipani, Continuités des élites à Byzance durant les siècles obscurs. Les princes caucasiens et l'Empire du VIe au IXe siècle, de Boccard, Paris, 2006

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]