ფოლადი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფოლადი, რკინის დეფორმირებადი (ჭედადი) შენადნობი ნახშირბადსა (არა უმეტეს 2%–ისა) და სხვა ელემენტებთან. შავი მეტალურგიის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი. ფოლადის წარმოების უძველესი ხერხია ცივსაბერი პროცესი, რომელსაც საფუძვლად ედო ქურაში (მოგვიანებით შახტურ ღუმელში) რკინის აღდგენა მადნიდან ხის ნახშირით. ძველი ქართველი მელითონეები სიტყვა ფოლადს უწოდებდნენ მაგარ რკინას, რომელიც რუსულ ენაში „ბულატის“ სახელწოდებით დამკვიდრდა. ადრეული მეტალურგიის უდიდეს მიღწევად ამ სახის ფოლადი ითვლება. ასეთი ფოლადის ნამზადის ზედაპირი ტალღოვანია ან ქსოვილისებრი ბოჭკოვნებით გამოირჩევა, ახასიათებს მაღალი ფხამახვილობა, დიდი დრეკადობა და სიმტკიცე. გამოყენების სფეროს მიხედვით ფოლადი არის საკონსტრუქციო, საიარაღო და განსაკუთრებული თვისებების მქონე.

ქსე

მოცემული სტატიის დაწერისას გამოყენებული იქნა ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი {{{1}}}, გვერდი {{{2}}}, თბილისი, [[{{{3}}}]] წელი. მასში მოყვანილი ინფორმაცია შესაძლოა მოძველდა და განახლებას საჭიროებს.

პირადი ხელსაწყოები