პალიასტომი
| პალიასტომი | |
|---|---|
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | — 0.3 მ |
| ფართობი | 18,2 კმ² |
| მოცულობა | 52 კმ³ |
| მაქსიმალური სიღრმე | 3,2 მ |
| საშუალო სიღრმე | 2,6 მ |
| აუზის ფართობი | 547 კმ² |
პალიასტომი — გამდინარე ტბა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქალაქ ფოთთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. მდებარეობს ზღვის დონიდან — 0.3 მ დაბლა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, გამოედინება მდინარე კაპარჭინა. მაღალი დონე იცის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, დაბალი — ზამთარში. წყალი თბილია ივლის-აგვისტოში (25,1°C), ცივია იანვარში (5,2 °C), ძლიერი ქარების გამო ტბაზე ხშირად ჰომოთერმიაა, ცივ ზამთარში გაძგიფულია და ჩნდება ყინულნაპირისი.
1924 წელს ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირიდან გაიყვანეს არხი და პირდაპირ შეუერთეს ზღვას, ხოლო 1933 წლის დეკემბერში ძლიერი ზვირთცემის შედეგად არხი გაფართოვდა და სრუტე გაჩნდა, წყალი მლაშე გახდა. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად. თევზჭერა. ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში, კოლხეთის ეროვნული პარკი ტურისტებს სთავაზობს სანაოსნო მარშრუტებს ტბის უკეთ გასაცნობად.
სხვადასხვა[რედაქტირება]
- პალიასტომის ტბის შესახება დაწერილია ეგნატე ნინოშვილის 1891 წლის მოთხრობა „პალიასტომის ტბა“
- ამავე მოთხრობის მიხედვით 1963 წელს გადაღებულია ფილმი პალიასტომი
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 652, თბ., 1984 წელი.