ხევსურეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხევსურეთი
მუცო
მუცო
KhevsuretiHistorical.svg
ადმ. ცენტრი ბარისახო, შატილი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი 1
ფართობი 1 050 კმ²
მცხეთა-მთიანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
მცხეთა-მთიანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში

ხევსურეთისაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.

ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის.

სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავლებისა — ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი უკავშირდებიან არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით. საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, რომელთაც მთიანეთის საერთო გამგებლობა ევალებოდათ, ცდილობდნენ ხევსურეთზე საბოლოო გაბატონებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს იცავდა მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან. ხევსურები ქმედითად მონაწილეობდნენ ასპინძის ბრძოლაში (1770), კრწანისის ბრძოლაში (1795). მთიულეთის აჯანყებისა (1804) და 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ხევსურების სხვა რეგიონებში გადასახლება. XX საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთის მოსახლეობის ნაწილის ბარად ჩამოსახლებას ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. 80-იან წლებში დაიწყო ხევსურეთის მიტოვებულ რეგიონებში ცხოვრების გეგმაზომიერი აღორძინება. ხევსურეთში შემორჩენილია შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ძეგლები: ხახმატის ციხე, ახიელის ციხე, ლებაისკრის ციხე, მუცოს ციხე-სოფელი,არდოტის ციხე-სოფელი, ხახაბოს ციხე-სოფელი, შატილის ციხე-სოფელი, გუდანის ჯვარი, ანატორის ჯვარი, ანატორი, აკლდამები და სხვა.

ხევსურეთს შეუძლია გამოკვებოს მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი, ამიტომ ნამრავლი იძულებულია სხვაგან გადასახლდეს და თავისი სარჩო იქ მოიპოვოს. ასე გაჩნდა ხევსურთა ახალშენები ხევში (ჯუთა), გუდამაყარში, ერწო-თიანეთში, კახეთში (გომბორი, შირაქი).

გვარები ხევსურეთში[რედაქტირება]

ხევსურეთში სამი ძირითადი საგვარეულოა: საარაბულო, საჯინჭარაულო და საგოგოჭურო. აღნიშნული საგვარეულოები შესაბამისად იყოფა გვარის წამომავლობისა და განსახლების არეალის მიხედვით, რომლის გენეალოგიაც წარმოდგენილია ქვემოთ.


საგვარელულოები ძირი ძველ მამად დაყოფა ახალ მამად დაყოფა
I საარაბულო 1. სარკინაულო A. ბალაურნი (ვირისცალანი) ა. მანგიანი, ბ. ატაბურანი, გ. გოგოთურანი, დ. სისკარანი, ე. მწარიანი, ვ. ბეენანი, ზ. აკანი — სოფ. უკანხადუ.
I საარაბულო 1. სარკინაულო B. თემროზაულნი ა. ადიანი, ბ. თემროზიანი, გ. თადიაურნი და დ. ხოლმოკლიანი (1. ადიანი, 2. ბეკიანი, 3. ბახალანი, 4. ფანცქალანი) — სოფ. ჩირდილი; ე. ჯეგვედანანი — სოფ. ზეისტეჩო; ვ. ხირჩლანი — სოფ. უსტამალა; ზ. ნაოგურანი — სოფ. ორბეულთა.
I საარაბულო 2. საჩუჩაყეურო A. თინიბექაურნი ა. ალდიანი (1. კვირიკანი, 2. კურდღელიკანი, 3. გაგანი), ბ. თინიბექნი (1. ვეშაგურნი, 2. აშიხანი) და გ. შიშნიანი (1. კუკუნანი, 2. გაგუანი) — სოფ. ბაცალიგო.
I საარაბულო 2. საჩუჩაყეურო B. ბუღნიაურნი ა. ომანი (1. თაძიკურანი, 2. ნუნუანი), ბ. თათუანი — სოფ. ბაცალიგო; გ. მგელიკანი (ეშმაწიქანი) — სოფ. ჩხუბა; დ. გამრეკელანი — სოფ. აყნელი და ჩხუბა.
I საარაბულო 2. საჩუჩაყეურო C. ხოშორაულნი ა. ბაკურანი, ბ. ველისანი, გ. ბერდიანი — სოფ. მისახი.
I საარაბულო 2. საჩუჩაყეურო D. ციხელაურნი ა. ადიონა — სოფ. ბარისახო; ბ. მანგიურა, გ. გორელაური — სოფ. დათვისი.
I საარაბულო 2. საჩუჩაყეურო E. ფიცხელაურნი ა. მილხანი — სოფ. აყნელი, ბ. ალუდიკანი — სოფ. აყნელი და ბაკურხევი, გ. გამრეკელანი — სოფ. ოხერხევი და აყნელი, გ. ღერენანი — სოფ. ოხერხევი, დ. ტუჩუფერანი — სოფ. ოხერხევი, ე. ფაშურნი — სოფ. ოხერხევი, ვ. მარტიანი — სოფ. აჭეხა და ბაკურხევი, ზ. თინიბექნი — სოფ. მაწმაო (1. თინიბექნი, 2. ურჯუკანი, 3. ხარანი), თ. კუკუანი, ი. კოტორანი (ნახშირაულნი) — სოფ. ოხერხევი.
I საარაბულო 2. საჩუჩაყეურო F. არაბანი სოფ. ჩირდილი.
I საარაბულო 3. საველგუჯაურო A. ველგუჯაურნი ა. ობოლქვრივნი — სოფ. გველეთი; ბ. მგელანი — სოფ. გველეთი; გ. უცხვირონი — სოფ. გველეთი; დ. კუკუანი — სოფ. გველეთი; ე. იმედურანი — სოფ. გველეთი; ვ. ბაბუანი — სოფ. წინხადუ; ზ. სუმბატანი — სოფ. წინხადუ
I საარაბულო 3. საველგუჯაურო B. ბარისახვანი ა. შეშუალა, ბ. ობოლანი და გ. დიდანი — სოფ. ბარისახო (ნაწილი თეთრ წყლებში — პანტიანში).
I საარაბულო 3. საველგუჯაურო C. კავკავანი ა. ახალანი — სოფ. ბარისახო; ბ. მამუკანი — სოფ. ბარისახო; გ. ჯურხაულნი — სოფ. ერწოში.
I საარაბულო 4. საბიჩინაგურო A. იმედანი ანუ იმედურანი ა. ჯაოხანი, ბ. შალვანი, გ. იდიათანი, დ. თოხოლჩანი, ე. ადუანი, ვ. ბაბალანი და ზ. უთურანი — სოფ. ზეისტეჩო.
I საარაბულო 4. საბიჩინაგურო B. დევანი ა. დავითაურნი — სოფ. ჭალა და უსტამალა; ბ. წვრილფეხნი (1. შვიდხინკალანი, 2. იანი) — სოფ. დათვისი.
I საარაბულო 4. საბიჩინაგურო C. მარაისძენი ა. სარდონანი, ბ. მთიბელანი, გ. გეჩურანი, დ. გაგიელანი, ე. მარაისძენი, ვ. ბერაიშვილი და ზ. თოთელანი — სოფ. დათვისი, ესაჩუ, ართხმო, ჯუთა.
I საარაბულო 4. საბიჩინაგურო D. თილილანი ა. ივანანი — სოფ. დათვისი და ხორიელი; ბ. ქურსიკანი — სოფ. ჯუთა; გ. აპარეკანი — სოფ. ჯუთა.
I საარაბულო 4. საბიჩინაგურო E. თამარისძენი ა. უთურანი — სოფ. ჯუთა; ბ. იმედანი — სოფ. ხორიელი, საჩუ და ჯუთა; გ. ბაბალანი — სოფ. ხორიელი და ჯუთა.
II საჯინჭარაულო 1. საკურდღელაურო A. ვეფხვანი ა. ჯარიანი — სოფ. გუდანი; ბ. ნასთვლევანი — სოფ. გუდანი; გ. ხოსრონი — ბარში; დ. ყიჟილანი — სოფ. ჭიე (ნაწ. ბარში); ე. კურდღელისძენი — სოფ. ჭიე (ნაწ. ჭიაურაში).
II საჯინჭარაულო 1. საკურდღელაურო B. ბურკვანი ა. მაშველანი — სოფ. ზენუბანი, გუდანი; ბ. თათარანი — სოფ. ზენუბანი.
II საჯინჭარაულო 1. საკურდღელაურო C. ჯიღალნი ა. დავითანი — სოფ. გუდანი; ბ. გაიდაურნი — სოფ. გუდანი, ზენამხარი (ნაწ. ბარში); გ. უჭკუანი — სოფ. გუდანი და ბარისახო.
II საჯინჭარაულო 1. საკურდღელაურო D. ნადირნი ა. ბუბუჩანი — სოფ. ძეძეურთა; ბ. მგელიანი — სოფ. ძეძეურთა; გ. ყვირილაურნი — სოფ. ძეძეურთა; დ. ხაშიანი — სოფ. ძეძეურთა და ბარისახო.
II საჯინჭარაულო 2. სანადირაბო A. სამგელიაურო ა. ხარშუანი — სოფ. ჭიე და უკენახო; ბ. ბანდურანი; გ. ჯანიკაურნი (1. ბერღოჯანა, 2. აზუზი); დ. ალიანი
II საჯინჭარაულო 3. ღულელნი (ქისტაურები) A. ხუტიანი ა. იდუკანი, ბ. ბერდიანი, გ. გაგანი, დ. აძიკანი, ე. ქოჩიანი.
II საჯინჭარაულო 3. ღულელნი (ქისტაურები) B. ალუდნი ა. ალუდნი, ბ. პეტრენი. (ნაწილი ბარში - კოშკაყელებში)
II საჯინჭარაულო 3. ღულელნი (ქისტაურები) C. გამახარენი (ნაწილი ბარში - ყუდროში).
II საჯინჭარაულო 4. ლაბაისკრელნი (მამისაურები) A. ბოსელანი
II საჯინჭარაულო 4. ლაბაისკრელნი (მამისაურები) B. გვიანაურნი
II საჯინჭარაულო 5. კისტნელნი (ობოლაურნი) A. ბულეთაურნი
II საჯინჭარაულო 5. კისტნელნი (ობოლაურნი) B. ათანდილანი
II საჯინჭარაულო 5. კისტნელნი (ობოლაურნი) C. ივანიკანი
II საჯინჭარაულო 5. კისტნელნი (ობოლაურნი) D. მგელიკანი
II საჯინჭარაულო 5. კისტნელნი (ობოლაურნი) E. ჯუღურანი
II საჯინჭარაულო 6. ჭეჭყეთელნი (ბაბკიაურები)
II საჯინჭარაულო 7. შატილიონნი A. საუთურგაულო ა. ჯალაბაურნი, ბ. გილიკაურნი, გ. ბულაურნი, დ. შაბურანი, ე. მანგიანი.
II საჯინჭარაულო 7. შატილიონნი B. საგილიკაურო ა. გოგოთურანი ბ. ბაგრატაულნი, გ. ბეკოურნი, დ. თიაყაურნი.
II საჯინჭარაულო 8. მიცუელნი A. შეთეკაურნი ა. ქასანნი, ბ. თაძიანნი
II საჯინჭარაულო 8. მიცუელნი B. დაიაურნი ა. წიქანი, ბ. ჯოყოლანი (1. სუხიაშვილები, 2. ხაძეშვილები)
II საჯინჭარაულო 8. მიცუელნი C. გიონი ა. სამუკანი, ბ. ზვეხენი.
II საჯინჭარაულო 9. არდოტელნი A. მურღოე ა. ბაისერანი
III საგოგოჭურო 1. გუროელნი A. ბაჩაყაურნი, B. ახურანი ბათაკანი, სუიკანი (1. თამარისძენი, 2. სადარანი, 3. დევანი, 4. ბათაკიანი, 5. კანათანი), ქე ხოსანნი (1. თათუანი, 2. წიქანი, 3. ბათირანი).
III საგოგოჭურო 2. ალდიაურნი A. თარხანაი — სოფ. ბუჩუკურთა, B. თოთიანი — სოფ. ბუჩუკურთა და ჭორმეშავი, C. მეკარიანი — სოფ. ბუჩუკურთა, სეროტანი და ჭორმეშავი, D. მეგრელანი — სოფ. ბუჩუკურთა და ჭორმეშავი, E. ნათუშარნი — სოფ. ბუჩუკურთა.
III საგოგოჭურო 3. ატაბიონნი A. ზეზიანი, B. ჩიტონი, C. მარაისძენი, D. ხადულა.
III საგოგოჭურო 4. მისურაულნი A. მარტიანი ხოწანი — სოფ. ჭორმეშავი; ფასიორა — სოფ. ბუჩუკურთა და ჭორმეშავი.
III საგოგოჭურო 5. ხახმატიონი A. ალუდაურნი ფერაულნი, მშაველანი, ალექსაური, ლაგაზაური, გამღივარაული, ბაჩიქოური.
III საგოგოჭურო 6. ბისოველნი A. ქეთელაურნი სულხანნი, ღორანი, ცელიანნი, ლომანი, კინწანი.
III საგოგოჭურო 7. ხახაბოელნი A. ხოსიაურები, B. მინდიკაურები, C. ხახიაურები, D. მამიაურები.

გალერეა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მაკალათია ს. ხევსურეთი, თბ. 1984
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: