აჭარლები
აჭარლები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ამავე დროს აჭარელთა კომპაქტური დასახლებები არის გურიაში, ქვემო ქართლში და კახეთში. აჭარლები საუბრობენ ქართული ენის აჭარულ დიალექტზე. აჭარაში თურქული მმართველობის შედეგად (მე-16 საუკუნის მეორე ნახევრიდან 1878 წლამდე) მათ მიიღეს ისლამი. ამის მიუხედავად აჭარლებმა შეინარჩუნეს ეროვნული თვითშეგნება, მშობლიური ენა, თვითმყოფადი კულტურის და ყოფა-ცხოვრების ფორმები. დღევანდელი ქვემო აჭარლების უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. ქრისტიანული სარწმუნოება, განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით, ფეხს ზემო აჭარის ახალგაზრდებშიც იკიდებს. აჭარლები გარეგნულად დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ტიპის ხალხია. საშუალოზე მაღლები, სწორი აგებულებით, თხელი სახით, სწორი ცხვირით, ღია ფერის თვალებით და ღია ქერა თმით. ამჟამად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან დაახლოებით 460.000 ქართველი, აჭარული ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელია.
ვახუშტი ბატონიშვილი წერს:
|
||||||||