ატენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ატენის ეკლესია

ატენი — ქალაქი ფეოდალურ საქართველოში, ატენის ხეობაში, მდინარე ტანის ორივე ნაპირზე, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ატენის სოფლის საკრებულოს ტერიტორიაზე. ქალაქი აშენდა მეფე ბაგრატ IV-ის ბრძანებით XI საუკუნის შუაწლებში. ატენსა და ატენის ხეობაზე გამავალ გზებს იცავდა და სამეფო ხელისუფლების მტკიცე დასაყრდენი იყო ატენის და ვერეს ციხეები, დეკციხე და სხვა. XIII-XVII საუკუნეებში ატენი მნიშვნელოვან ქალაქად რჩებოდა, მაგრამ დაღესტნელი ფეოდალების განუწეყვეტელი თავდასხმების შედეგად XVIII საუკუნისათვის დაკნინდა და სოფლად იქცა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ატენი&oldid=2544360“-დან