ერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ერი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ერი (მრავალმნიშვნელოვანი).

ქართულ მეცნიერულ ლიტერატურაში ტერმინისა და ცნების „ერი“ შესახებ ორი განსხვავებული მოსაზრებაა.

მოსაზრება 1[რედაქტირება]

ქართული ტერმინი და ცნება „ერი“ ზუსტად იგივეა, რაც ევროპულ ენებში და კერძოდ ინგლისურში მიღებული "nation".

ამის გავრცობა...

მოსაზრება 2[რედაქტირება]

მეორე მოსაზრებით ქართულში უნდა გაიმიჯნოს ცნებები და ტერმინები „ერი“ და „ნაცია“. ეს მოსაზრება პირველად წამოყენებული იქნა ი.სტალინის ნაშრომის „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“ ქართული თარგმანის საგანგებო ქართულ წინასიტყვაობაში და შემდეგ განავითარა აკად.პ.გუგუშვილმა. პ.გუგუშვილის აზრით ტერმინი „ერი“ ეთნო-კულტურული დატვირთვის მატარებელია (მაგ.: ჯიში, ჯილაგი, მოდგმა, ეთნოსი), ხოლო - ტემინი „ნაცია“ კი პოლიტიკურ-ტერიტორიულისა (მაგ.: სახელმწიფო). ამდენად - მისი აზრით ინგლისური "United Nations" ქართულად უნდა ითარგმნოს როგორც „გაერთიანებული ნაციები“ ან „გაერთიანებული სახელმწიფოები“. ასევე, მაგალითად მოქალაქის პასპორტში ტერმინი ნაციონალობა უნდა მიუთითებდეს ქვეყანას, რომლის მოქალაქეც ეს ადამიანია, ხოლო - ტერმინი ეროვნება კი მის ეთნო-კულურულ კუთვნილებას (მათ შორის მაგალითად რელიგიურს).

ამ, მეორე მოსაზრებით, მაგალითად - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური მიზნები აისახება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებაში ან სახელმწიფოსათვის რაიმე გარესაშიშროებასთან ბრძოლაში და პერიოდულია, ხოლო - „ეროვნული მოძრაობის“ მიზნები პერმანენტულია სანამ ეს ერი არსებობს. ასეთი „ეროვნული მოძრაობების“ როლი განსაკუთრებით იზრდება გლობალიზაციის პერიოდში - რომელიც მიზნად ისახავს ეთნოკულტურულ საფუძვლებზე აგებული სოციუმების, ზოგადად ერების „ბრძმედში ერთსახოვან მასსად გადადნობას“, ამით - ეთნო-კულტურულ საფუძველზე აგებული სახელმწიფო-პოლიტიკური ერთეულების სრულ მოსპობას ანუ მათ გადაქცევას ტერიტორიულ პრინციპზე დაფუძნებულ ნაცია-სახელმწიფოებად (ამით გლობალიზმი ფრიად უახლოვდება კომუნიზმის იდეას ერების გაქრობის შესახებ).

ის, რომ ანტიეროვნულ ძალებს ესმით აღნიშნული განსხვავებები (თუმცა ჩქმალავენ ამას) გამოსჭვივის ასეთ გამოთქმაში: „Комплекс нации-неудачника связан с опытом Гамсахурдиа, который был как раз классическим этническим националистом...“. როგორც ამ გამოთქმიდან ვხედავთ „ეთნიკური ნაციონალიზმის“ (რაც ქართული გაგებით ზუსტად და მხოლოდ ეროვნულობას უდრის) საპირისპიროდ არსებობს რომელიღაცა სხვა „ნაციონალიზმიც“ ანუ „არაეთნიკური ნაციონალიზმი“ (არაეთნიკური, ტერიტორიული, მოქალაქეობრივი ნაციონალიზმი ანუ гражданский национализм, Civic nationalism). თუ ამ მიმართულებას გავრცობთ გამოვა, რომ „ეროვნულობა“ არის მხოლოდ ეთნიკურად ქართველი ადამიანის თვისება (მოქალაქეობის მიუხედავად); ხოლო - „ნაციონალიზმი“ (არაეთნიკური ნაციონალიზმი, гражданский национализм, Civic nationalism) კი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თვისება (ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად).

ამის დამამტკიცებლად შეიძლება მოვიტანოთ ზემოთმითითებული ამონარიდის ქართული თარგმანი - როდესაც "нации" ოთარგმნება როგორც "ერის" და "этническим националистом" როგორც "ეთნიკური ეროვნულობა" : „წარუმატებელი ერის კომპლექსი დაკავშირებულია გამსახურდიას გამოცდილებასთან, რომელიც სწორედაც რომ კლასიკური ეთნიკური ეროვნული იყო“. როგორც ხედავთ სრული უაზრობაა ქართულის გაგებით.

რუსულის ეს სირთულეები გამომდინარეობს იქიდან, რომ ამ ენაში არაა ორი განსხვავებული ტერმინი „ერი“ და „ნაცია“, „ეროვნულობა“ და „ნაციონალიზმი“ - ამიტომ ერთსიტყვიანი ტერმინის „ეროვნულობის“ ნაცვლად იძულებული არიან იხმარონ კომპლექსული და შეფარული შინაარსის ტერმინი "Этнический национализм", ხოლო ქართული „ნაციონალიზმის“ ნაცვლად კი „гражданский национализм“.

მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ „Этнический национализм“ ანუ „Ethnic nationalism“ ნაციზმთან და ფაშიზმთან დაკავშირებული ტერმინია გლობალისტურ იდეოლოგიაში - იხ.: Ethnic nationalism

ტერმინებს „ერი“ და „ნაცია“ შორის განსხვავება პრაქტიკაში გამოსჭვივის ოცდამეერთე საუკუნის დამდეგის ქართულ პოლიტიკურ სცენაზეც და კერძოდ ვარდების რევოლუციის მომწყობი ძალების დასახელებაშიც - რომელთაც დემონსტრატიულად „ნაციონალური მოძრაობა“ იწოდეს განსხვავებით ზ.გამსახურდიასა და მ.კოსტავას „ეროვნული მოძრაობისაგან“. ზემოთმითითებული განმარტების შესაბამისად ჟვანია-სააკაშვილ-ბურჯანაძის „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა არაფერია თუ არა სახელშესწორებული „მოქალაქეთა კავშირი“ - „Союз гражданских националистов“...

ასევე მნიშვნელოვანია, რომ: The concepts homeland, fatherland, and motherland are often used by ethnic nationalists - საიდანაც ირკვევა, რომ „მამულის“ ცნება (ცუდ) ეროვნულობასთანაა დაკავშირებული (გაიხსენეთ „ენა, მამული, სარწმუნოება“) და ამდენად ისიც ნაცისტური, ფაშისტური სულის მატარებელია...

ზემოთმოხსენებულს ზუსტად ეხმაურება აგრეთვე: "bizarre ethno-nationalist rule by former President Zviad Gamsakhurdia" - ავტ.: GEORGE KHUTSISHVILI და სხვა მრავალი.

ლექსიკონი[რედაქტირება]

  • ერი - Этническая нация - Ethnic Nation
  • ეროვნულობა - Этнический национализм - Ethnic nationalism
  • ეროვნება - Этническая национальность - Ethnic nationality
  • ეროვნული მოძრაობა - Этническое национальное движение - Ethnic national movement


  • ნაცია - Нация, Государство - Nation, State
  • ნაციონალიზმი - Гражданский национализм - Civic nationalism
  • ნაციონალობა - Гражданство - Nationality, Cytisenship
  • ნაციონალური მოძრაობა - Гражданское движение - Cytisen's movement

სხვა მაგალითი[რედაქტირება]

ამ ასპექტში ქართული „ერი“, „ეროვნულობა“ და ეროვნულ საფუძვლებზე აგებული ქართული სახელმწიფოს იდეა გარკვეულწილად ეხმაურება და ეთანხმება ისრაელის სახელმწიფოს ოფიციალურ „ებრაული ხასიათის“ ცნებას -

მაგალითად:

The term "Jewish state" is sometimes used to describe the State of Israel and refers to its status as a nation-state for the Jewish people.

Jewish character of Israel

ტერმინის განსაზღვრება ვებში[რედაქტირება]

მოსაზრება 3. ერი, როგორც “წარმოდგენილი ერთობა” - ბენედიქტ ენდერსონის მიხედვით[რედაქტირება]

XX საუკუნის 80-იანი წლებიდან სოციოლოგიაში ერი ანალიზირდება უფრო და უფრო როგორც ხელოვნება და ფუნქციონალური ცნება. ამ მიმართულების ყველაზე დიდი წარმომადგენელია ბენედიქტ ენდერსონი, რომელიც ცნება „ერს“ განიხილავს, როგორც „წარმოდგენილ პოლიტიკურ საზოგადოებას“.

ერის წარმოშობისათვის, შემდგომი განვითარებისათვის და შენარჩუნებისათვის საჭიროა იდეოლოგიური ბაზისი, ე.წ. ნაციონალიზმი, რომელიც შესაბამისი პოლიტიკური მოძრაობის მიერ იქნება ცხოვრებაში გატარებული. ეს მოძრაობები შეიძლება ატარებდენენ იდეოლოგიურ, ენობრივ, ეკონომიკურ, კუტურულ და ა.შ. საერთო ნიშნებს. ამასთანავე ერი მოიაზრება, როგორც სოციალურო ორგანიზაციის ფორმა, რომელიც ისტორიული თვალსაზრისით ძალიან ახალგაზრდაა.

ნაციონალური მითები, რომლებიც ხელს უწყობენ ერის (ნაციის) წარმოშობას (ე.წ. „ნეიშენ-ბილდინგი“ - იხ. კარლ დოიჩი) ეყრდნობიან წარსულს და ისტორიულ საფუძველს და ერის მარადისობის იდეას ავრცელებენ. თუმცა ეს უკანასკნელნი შეიძლება საჭიროებისამებრ სულ სხვა კონტექსტით იქნენ განხილულნი და საერთოდ ახლად გამოგონებულნიც კი. ამ პროცესის დროს წარმოიქმნება ე.წ. კოლექტიური სურათი ან სურათები, რომლებიც ხელს უწყობენ ერის, როგორც ერთობის (კოლექტივის) წარმოდეგენას. მიუხედავად რეალობაში არსებული არათანასწორეობისა და ექსპუატაციისა ერი ამ დროს მაინც მოიაზრება, როგორც „თანასწორთა ამხანაგური კავშირი“. ამ მიზეზთა გამო ენდერსონი ერს (ნაციას) მოიაზრებს, როგორც „წარმოდგენილ პოლიტიკურ ერთობას“, რომელიც აკავშირებს - აერთებს (ჰომოგენიზირება) ადამიანებს, რომლებსაც არაა სავალდებულო სოციალური, ეკონომიკური ან ოჯახური საერთო კავშირები ჰქონდეთ.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ერი&oldid=2461254“-დან