ფარსმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ფარსმა
Farsma (1).jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთი
მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი
თემი ომალო
კოორდინატები 42°29′12″ ჩ. გ. 45°30′09″ ა. გ. / 42.48667° ჩ. გ. 45.50250° ა. გ. / 42.48667; 45.50250
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
ფარსმა — საქართველო
ფარსმა
ფარსმა — კახეთის მხარე
ფარსმა
ფარსმა — ახმეტის მუნიციპალიტეტი
ფარსმა

ფარსმა — სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიული თუშეთის ტერიტორიაზე.[2] 2018 წლის 15 ივნისს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით ფარსმის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა[3], ხოლო საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2018 წლის 10 ივლისიდან ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა[4]. 2014 წლის საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, სოფელში არც ერთი ადამიანი აღარ ცხოვრობს.[1]

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარსმა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში ისტორიული თუშეთის პირიქითა თემში. სოფელ ომალოდან დაახლოებით 40 კმ-ში, პირიქითი ალაზნის მარცხენა სანაპიროზე, კერძოდ, გზის მახლობელ ბორცვებზე.[5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის საარქივო ჩანაწერების მიხედვით, ფარსმა პირიქითას თემის ცენტრალური სოფელი იყო.[6]ისტორიულად ფარსმაში შემდეგი გვარის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ: ქააძეები, თორღვაიძეები და სულაკაურები. როგორც ცნობილია, მათში ქააძეები ჭარბობდნენ. ფარსმის წვერიანი ციხე (ისევე, როგორც გირევის ციხე), ქისტი მამა-შვილის აგებულია. როგორც ცნობილია, თუშები მშვიდობიანობის დროს ქისტებს მშენებლობაში იხმარებდნენ.[6]

ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ფარსმის ეკლესია.

ფარსმის გვიანდელი შუა საუკუნეების ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთით, სასაფლაოს მახლობლად. ნაგებობა დარბაზულია, უაფსიდო. აშენებულია ფიქალით, რომელთა წყობა მშრალია. ჩამონგრეულია სახურავი, დანგრეულია აღმოსავლეთ კედელი. შესასვლელი აქვს დასავლეთიდან. კარი ბრტყლად არის გადახურული. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია თითო სწორკუთხა სარკმელი.[6]

კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვიანდელი შუა საუკუნეების კოშკი დგას სოფელ ფარსმის განაპირას, ჩრდილო-დასავლეთით. ოთხსართულიანი ეს კოშკი ოთხკუთხა პრიზმის ფორმისაა და მიწიდან ზემოთ მკვეთრად ვიწროვდება. აშენებულია ფიქალით, რომელთა წყობაც მშრალია. მე-2 და მე-3 სართულების გადახურვა, რომლებიც ხის კოჭებს ეყრდნობოდა, ჩამოშლილია. შესასვლელი I სართულზე დასავლეთიდანაა, მიწიდან 3 მეტრის სიმაღლეზე.[6]

სამი ციხე სახლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთით, სოფლის განაპირას დგას სამი ციხე სახლი, რომელთაგან ერთი შვიდ-, ხოლო ორი ექვსსართულიანია. ამ ორიდან ერთ-ერთს „სასოფლო ციხის“ სახელით მოიხსენიებენ.

შვიდსართულიანი ციხე-სახლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეგმით წაგრძელებული ოთხკუთხედია, რომელსაც I, II, III და IV სართულებზე შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდან აქვს. II სართულზე სამხრეთ-დასავლეთ კედელში, ორი სარკმელია. სრულად შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთ კედლის სალოდე. სამხრეთ-დასავლეთ კედელში, სალოდეებს შორის, სათოფურია, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში კარია გაჭრილი. VII სართული დანგრეულია. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული. გადახურვის ცენტრალური კოჭები სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კედლების პილასტრებს ეყრდნობოდა.[6]

I ექვსსართულიანი ციხე-სახლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგივე „სასოფლო ციხეს“ I, II და III სართულებზე შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა, IV-ზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. კარი ორ სალოდეს შორისაა. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში დიდი ღიობია, დანარჩენ კედლებში – ორ-ორი ორმაგი სალოდე. გადახურვა მხოლოდ I და II სართულებს შემორჩა, იგი ხის კოჭებზეა გამართული.[6]

II ექვსსართულიანი ციხე-სახლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

II ექვსსართულიანი ციხე-სახლის ყველა სართულს შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდან აქვს. ყველა სართული, გარდა V და VI-ისა, შიგნიდან შელესილია.[6]

თორღვაიძეების ციხე-სახლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : თორღვაიძეების ციხე-სახლი.

თორღვაიძეების გვარის ციხე-სახლი, რომელიც გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ის სამსართულიანია და აშენებულია ფიქალით. იატაკი მიწურია. სახლის სართულშუა გადახურვა და სახურავი ხის კოჭებზეა მოწყობილი. ორფერდა სახურავზე დაფენილია ფიქალი.

სულაკაურის ციხე-სახლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სულაკაურის ციხე-სახლი.

სულაკაურების გვარის სამსართულიანი ციხე-სახლი განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს და აგებულია ფიქალით. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზეა მოწყობილი. სართულები ერთმანეთს შიდა კიბით უკავშირდება. მთლიანობაში მას ფიქლის ცალფერდა სახურავი აქვს.

წმინდა გიორგის ხატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა გიორგის ხატი დგას ფარსმის აღმოსავლეთით, გორაკის წვერზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ხატს საზეიმო-საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა. ხატობა 29 ივლისს (ძველი სტილით) იმართებოდა.

წმინდა თევდორეს ხატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა თევდორეს ხატი მდებარეობს სოფელ ფარსმის სამხრეთ-აღმოსავლეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. სალოცავი გეგმით სწორკუთხა კოშკია. ნაგებია ფიქალით - მშრალად. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია პირველი სართული და მეორე სართულის კედლების ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]