უძინართა მზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უძინართა მზე

DVD გარეკანის სურათი
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი თეიმურაზ ბაბლუანი
სცენარის ავტორი თეიმურაზ ბაბლუანი
როლებში ელგუჯა ბურდული
დავით კაზიშვილი
ლია ბაბლუანი
ეკა საათაშვილი
გივი სიხარულიძე
ლევან ფილფანი
ფლორა შედანია
იოსებ ჯაჭვლიანი
ლიკა ქავჟარაძე
თეიმურაზ კვანტალიანი
მამუკა კიკალეიშვილი
მუსიკა თეიმურაზ ბაბლუანი
ოპერატორი ვიქტორ ანდრიევსკი, ნუგზარ ნოზაძე
მხატვარი თემურ ხმალაძე, თამაზ ლომია
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1992
ხანგრძლივობა 123 წთ.
ენა ქართული

უძინართა მზე — რეჟისორ თეიმურაზ ბაბლუანის 1992 წლის დრამა. როლებს ასრულებენ - ელგუჯა ბურდული (გელა), დავით კაზიშვილი (დათო), ლია ბაბლუანი (დედა), ეკა საათაშვილი (აგნესა), გივი სიხარულიძე (ვანიჩკა), ლევან ფილფანი, ფლორა შედანია (თამარ კლდიაშვილი), იოსებ ჯაჭვლიანი, ლიკა ქავჟარაძე, თეიმურაზ კვანტალიანი, მამუკა კიკალეიშვილი და სხვები.

ფილმს იღებდნენ რამდენიმე წლის მანძილზე - 1985-1992 წლებში. ერთმანეთის მიყოლებით ხდებოდა სცენების შეცვლა და დამატებითი კადრების გადაღება. ნამუშევარი ითარგმნა რამდენიმე ენაზე - როგორც გახმოვანებით, ასევე სუბტიტრების საშუალებით (ინგლისური და გერმანული ენები).

ფრაზები ფილმიდან დიდი პოპულარობით სარგებლობენ, ისევე როგორც მელოდია (რიმდარირო), რომელსაც ელგუჯა ბურდულის გმირი ღიღინებს. ფილმში ხშირად ჟღერს უცენზურო ლექსიკა.

ნამუშევარი რეჟისორმა საკუთარი მამის - ასევე ექიმის - ხსოვნას მიუძღვნა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადრი ფილმიდან (ელგუჯა ბურდული)

ექიმი გელა ბენდელიანი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას წლებს შეალევს. იგი საკუთარი ბინის სხვენში ცდებს ატარებს, მაგრამ სამეცნიერო საბჭოს მისი ნაშრომი არ აინტერესებს. მეზობლების საყვედურებით და გაჭირვებული ყოფით გაბეზრებული გელას ქალიშვილი აგნესა სხვენიდან საცდელ ვირთხებს უშვებს. გელა არალეგალურად, საკუთარი ხელით იკეთებს ბრმა ნაწლავის ოპერაციას, რასაც ემსხვერპლება კიდეც.

მამის გარდაცვალების შემდეგ გელას ვაჟი დათო ერთ–ერთ საცდელ ვირთხას, ხელოვნურად დასნეულებულ „პელეს“ მეტასტაზებისგან განკურნებულს აღმოაჩენს, რაც გელას ცდას დადებით შედეგზე მეტყველებს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფილმს 1992 წელს მიღებული აქვს კინოტავრის მთავარი ჯილდო.
  • 1993 წელს იგი ასევე აღინიშნა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზით.
  • სან-რაფაელში 1994 წელს გამართულ კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი.
  • რუსეთის კინოაკადემიის პრიზი „ნიკა“ - 1992 წელი, მამაკაცის საუკეთესო როლი (ელგუჯა ბურდული) და საუკეთესო სცენარი (თეიმურაზ ბაბლუანი)
  • რუსეთის კინოაკადემიის პრიზი „ნიკა“ (ნომინაცია) - საუკეთესო რეჟისურა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Wikiquote-logo-ka.png
ვიკიციტატაში? არის გვერდი თემაზე: