ეპარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ეპარქია — საეკლესიო ტერიტორიული ერთეული ქრისტიანულ ეკლესიებში. მის მმართველს ეპისკოპოსი ჰქვია. რომის კათოლიკური ეკლესია ეპარქიას უწოდებს დიოცეზს. ხოლო პროტესტანტული რელიგიების გარკვეული ნაწილი - სუპერინტენდანტს.

საქართველოს ეკლესიის ეპარქიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეოდალურ ხანაში საქართველოს ტერიტორიაზე 30-ზე მეტი საეპისკოპოსო არსებობდა. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს საეგზარქოსოში იყო ხუთი ეპარქია: საქართველოს, ვლადიკავკაზის, იმერეთის, გურია-სამეგრელოს, სოხუმის ეპარქიები. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, პირველმა ადგილობრივმა კრებამ დაადგინა 13 ეპარქია. საბჭოთა პერიოდში საქართველოს სსრ-ის ტერიტორიაზე მოქმედებდა 15 ეპარქია.

თანამედროვე მდგომარეობით საქართველოს ეკლესიაში 49 ეპარქიაა, აქედან 42 საქართველოში, ხოლო 7 საზღვაგარეთ. ეპარქიების მართვა ხორციელდება 1995 წელს მიღებული მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად. დებულების თანახმად ეპარქია წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის იმ ნაწილს, რომელსაც კანონიკურად მართავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის მიერ დადგენილი მღვდელმთავარი. ეპარქიები, თავის მხრივ, შედგება სამრევლოებისაგან და სამღვდელმთავროთა ტერიტორიაზე განლაგებული მონასტრებისაგან. სამთავარხუცესოს ხელმძღვანელობა მინდობილი აქვს ეპისკოპოსის მიერ დანიშნულ მთავარხუცესს. სამრევლოები კი ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ტაძრებთან გაერთიანებული მრევლია, რომელიც სამღვდელო და მორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანთაგან შედგება. მისი ხელმძღვანელობა ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ დადგენილ წინამძღვარს (მღვდელს) ევალება. მონასტერთა საქმიანობა კი ხორციელდება სპეციალური სამონასტრო ტიპიკონის შესაბამისად. მისი მართვა მღვდელმთავრის მიერ დადგენილ შავი სამღვდელოების შესაბამის წარმომადგენელს, წინამძღვარს (მღვდელ-მონაზონი, იღუმენი, არქიმანდრიტი) აქვს მინდობილი. ეპარქიათა მმართველი მღვდელმთავრები, იმავდროულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებიც არიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]