შინაარსზე გადასვლა

ჯვარი (სოფელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ეწერი (ჯვრის თემი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯვარი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ჯვარი
მეგრ. ენწერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
თემი ჯვარი (ქალაქი)
კოორდინატები 42°43′31″ ჩ. გ. 42°02′24″ ა. გ. / 42.72528° ჩ. გ. 42.04000° ა. გ. / 42.72528; 42.04000
ცენტრის სიმაღლე 320
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3157[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %, რუსები 0,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჯვარი (სოფელი) — საქართველო
ჯვარი (სოფელი)
ჯვარი (სოფელი) — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ჯვარი (სოფელი)

ჯვარი, ყოფილი ეწერისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში (ჯვარის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს მდინარე ენგურის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 320 მ-ზე. ქალაქ წალენჯიხიდან დაშორებულია 7 კმ-ით, ქალაქ ჯვარიდან — 2 კმ-ით.

თანამედროვე სოფელი ჯვარი მდებარეობს ენგურ-ჭანისწყლის წყალგამყოფი ვაკე-ზეგანის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელსაც ტრადიციულად ადგილობრივი მოსახლეობა ეწერს (ენწერს) უწოდებდა. XVIII-XIX საუკუნეებში ეწერში მამულებს ფლობდნენ თავადი აფაქიძეები, რის გამოც ამ ტერიტორიას და დასახლებას „სააფაქიო ეწერი“ შეერქვა. 1920-იან წლებში აქ ჩამოყალიბდა 2 სოფელი: ჩრდილოეთში — პირველი ეწერი, ხოლო სამხრეთში — მეორე ეწერი (შემდგომში ორჯონიკიძე, ახლანდელი ეწერი). 1942 წელს პირველ ეწერს ეწოდა ეწერი და ამ სახელით იყო ცნობილი 2010-იან წლებში განხორციელებულ ცვლილებებამდე. ამჟამად მისი სახელწოდებაა სოფელი ჯვარი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 157 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 2172 1011 1161
2014[1] 3157 1486 1671
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 126.
  • ცხადაია პაატა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბ., 2015. — გვ. 18-23.
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II