ადრე ლესალე სოფელ ჯგალის ერთ-ერთი უბანი იყო. შემორჩენილია XV–XVI საუკუნეების ციხე-დარბაზის ნანგრევები, რომელიც შესაძლოა 1616–1621 წლების ერთ საბუთში მოხსენიებული ჯგალის ციხე იყოს. ჯგალის ციხის მართვა-გამგეობა ქოჩაკიძეთა გარს ჰქონდა ჩაბარებული. 2009 წელს ციხის აღმოსავლეთით, ბორცვზე შემთხვევით აღმოჩნდა დიდი რაოდენობით ბრინჯაოს სხვადასხვა ნივთი: საბრძოლო იარაღი, სამკაულები და ნახევრადძვირფასი ქვების მძივები, რომლებიც ძვ. წ. VI–III საუკუნიდან ახ. წ. II საუკუნით თარიღდება. 2014 წლიდან მიმდინარეობს დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები.
ლაზიკის ისტორიული გეოგრაფიიდან: (ლესალეს ციხე) / ვახტანგ ჯაფარიძე // სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები / სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. - თბილისი, 2013-2014. - ISSN 1987-6998. - [ტ.] XI. - გვ. 469-478.