ჯგალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ჯგალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
თემი ჯგალი
კოორდინატები 42°39′23″ ჩ. გ. 42°08′51″ ა. გ. / 42.65639° ჩ. გ. 42.14750° ა. გ. / 42.65639; 42.14750
ცენტრის სიმაღლე 230
მოსახლეობა 1022[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჯგალი — საქართველო
ჯგალი
ჯგალი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ჯგალი

ჯგალისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლეთკანთი, ლეკაკულე, ლესალე, ლეხარჩილე).[2] მდებარეობს მდინარე ჭანისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 230 მეტრზე, წალენჯიხიდან დაშორებულია 7 კილომეტრით, ზუგდიდიდან 29 კმ-ით.

სოფელი უბნებად არის დაყოფილი. თითოეული მათგანი ერთგვარი შენაკადია, რომელსაც რაღაც ნიშან-თვისება, თვითმყოფადობა გააჩნია და საკუთარი ელფერი დაჰკრავს, რაც, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია მოსახლეობის წარმომავლობასა და ცხოვრების ადგილობრივ პირობებთან. ესენია: სქური, ლეთოფურე, კანთი.

ჯგალიდან თბილისამდე მანძილი საავტომობილო გზით 374 კმ-ია. ჯგალიდან ზუგდიდამდე 30 კმ-ია, წალენჯიხამდე 7 კმ, ფოთამდე კი - 72 კმ. სოფ. ჯგალს ესაზღვრება შემდეგი სოფლები: ჩრდილო-დასავლეთით — სოფ. საჩინო, ჩრდილო-აღმოსავლეთით — სოფ. მედანი, სამხრეთით — სოფ. მიქავა (ფუქი) და აღმოსავლეთით — სოფ. მუხური.

სოფ. ჯგალი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. გვხვდება ჰიდრორესურსები, ხე-ტყის რესურსები, მინერალური წყალი „სქური“, მინერალი დოლომიტი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 022 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 975 470 505
2014[1] Increase2.svg 1 022 486 536

ფოტოფალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 2.2 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]