ჯაღირა
| სოფელი | |
|---|---|
|
ჯაღირა | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ობუჯი |
| კოორდინატები | 42°32′17″ ჩ. გ. 42°03′38″ ა. გ. / 42.53806° ჩ. გ. 42.06056° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 210 მ |
| მოსახლეობა | 237[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ჯაღირა — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ობუჯის თემის შემადგენლობაში (სოფლები: ობუჯი, სამესხიო, ჯაღირა).[2] მდებარეობს მდინარე ჭანისწყლის (ხობისწყლის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 210 მეტრზე. ქალაქ წალენჯიხიდან დაშორებულია 12 კილომეტრით.
წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნის შუა წლებში. მაღალ გორაკზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების ციხე-დარბაზის (კოშკისა და გალავნის) ნანგრევები.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 237 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 357 | 176 | 181 |
| 2014[1] | 120 | 117 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 546.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
| ||||||||||