ობუჯი
ობუჯი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: სამესხიო, ჯაღირა).[2] მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ჭანისწყლის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 160 მეტრზე. წალენჯიხიდან დაშორებულია 6 კილომეტრით. ჯვრიდან 17 კმ-ით.
XX საუკუნის დასაწყისში ობუჯში ინახებოდა XIII-XIV საუკუნეების ხატი.[3]
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 706 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1049 | 520 | 529 |
2014[1] | ![]() |
358 | 348 |
ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფლის სამხრეთ–დასავლეთ მთაზე XIII-XIV საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი – ობუჯის მონასტრის ნანგრევები. სოფელში შემორჩენილია ჯაღირის ციხე.
ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში დაიბადა ქართველი კინორეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია. სოფელ ობუჯში არის ლეო ქიაჩელის სახლ–მუზეუმი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 497.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ თაყაიშვილი ე., „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“ // ძველი საქართველო, ტ. III, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1914. — გვ. 238-240.
|