ბილ გეიტსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბილ გეიტსი

უილიამ ბილ გეიტსი (ინგლ. William Henry "Bill" Gates III; 28 ოქტომბერი, 1955, სიეტლი, აშშ) — კომპანია Microsoft-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი. მისი პირადი კაპიტალი ფორბსისის 2011 წლის მონაცემით შეადგენს 61 მილიარდ დოლარს. Microsoft-ის წლიური შემოსავალი 2007 წლისათვის 51.2 მილიარდი დოლარია; დასაქმებულია 78 000 ადამიანი მსოფლიოს 105 ქვეყანაში, სადაც მაიკროსოფტს"საკუთარი წარმომადგენლობები აქვს.

გეითსი თავის ორ დასთან ერთად ქალაქ სიეტლში გაიზარდა. მამამისი, უილიამ გეითს II, იყო სიეტლის რწმუნებული, ხოლო დედა, მერი გეითსი, სკოლის მასწავლებელი და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მმართველთა წევრი.

ბილ გეითსმა ინტერესი კომპიუტერული პროგრამების მიმართ 13 წლის ასაკში გამოამჟღავნა.

1973 წელს ის ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ ძალიან მალე დატოვა სასწავლებელი, რათა მთელი ენერგია ”Microsoft-ის” განვითარებისათვის გამოეყენებინა. მან თავისი საქმიანობა 1975 წელს, ბავშვობის მეგობარ პოლ ალენთან ერთად დაიწყო.

ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ კომპიუტერი მალე გახდებოდა აუცილებელი ატრიბუტი ყველა სამუშაო მაგიდაზე, ოფისებსა და სახლებში; მათ მთელი შთაგონებით დაიწყეს პერსონალური კომპიუტერის შექმნაზე მუშაობა.

გეიტსის ხელმძღვანელობის პირობებში ”Microsoft” ყოველთვის მიისწრაფის იმისკენ, რომ გააუმჯობესოს კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, რათა უფრო ადვილი იყოს საზოგადოებისთავის მისი გამოყენება.

1999 წელს გეითსმა დაწერა წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, გადაწყვიტოს პრობლემები ახლებური მეთოდით. წიგნი 25 ენაზე 60 ქვეყანაში გამოიცა.

1994 წლის 1 იანვარს მან მელინდა ფრენჩზე იქორწინა; ჰყავთ სამი შვილი.

ბილ გეითსი და მისი მეუღლე ასევე დაკავებულები არიან ქველმოქმედებით, მათ 28.8 მილიარდი დოლარი (2005 წ.) გადარიცხეს მსოფლიოს ჯანმრთელობისა და განათლების ფონდში.

ხანდახან ბილ გეითსი საკუთარ სახლში აწყობს სადილებს. სადილზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დათანხმდება გადაიხადოს 1 000 000 დოლარი მოსაწვევში. მთელი შეგროვილი თანხა კი დიუკის უნივერსიტეტში ირიცხება, სადაც მისი მეუღლე მელინდა ფრენჩი სწავლობდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]