კიმბერლიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კიმბერლიტი
Chidliak Kimberlite.jpg
კიმბერლიტი
ცნობები
ტიპი მაგმური

კიმბერლიტიბრექჩიის მსგავსი, ეფუზიური იერის ულტრაფუძე მაგმური ჰიპაბისალური ქანი, რომელიც ავსებს აფეთქების ყელს. კიმბერლიტის ძირითადი მასა აგებულია ოლივინით, პიროქსენით, ფლოგოპიტით, პეროვსკიტით, მაგნეტიტით, პიროპ-ალმანდინის რიგის გრანატით, პიკროილმენიტით და გასერპენტინებული, გაკარბონატებული და გაქლორიტებული მინით. ზოგჯერ გვხვდება აგრეთვე ალმასი, მონტიჩელიტი და აპატიტი. კიმბერლიტი ალმასის მოპოვების ძირითადი წყაროა. აფეთქების ყელის გარდა კიმბერლიტი გვხვდება დაიკების, ძარღვებისა და სილების ფორმით. კიმბერლიტი როგორც წესი, დაკავშირებულია ძველ ბაქნებთან; ძალზე იშვიათია გეოსინკლინურ ზოლებში. ცნობილია 1500-ზე მეტი კიმბერლიტის სხეული, ამათგან მხოლოდ 8-10% შეიცავს ალმასს. კიმბერლიტი საწარმოო მნიშვნელობისაა, თუ მასში ალმასის შემცველობა 1 მ³ -ზე 0,3-0,5 კარ-ზე ნაკლები არაა.

კიმბერლიტი გავრცელებულია აფრიკაში, ინდოეთში, ბრაზილიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. სახელი ეწოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ კიმბერლის მიხედვით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]