პერმული სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სისტემა,
პერიოდი
სექცია,
ეპოქა
სართული,
საუკუნე
საუკუნე (Ma)
მომდევნო მომდევნო მომდევნო უფრო ახალგაზრდა
პერმული ლოპინგური Changhsingium 251–253,8
Wuchiapingium 253,8–260,4
გვადელუპური Capitanium 260,4–265,8
Wordium 265,8–268
Roadium 268–270,6
Cisuralium კუნგურული 270,6–275,6
არტინსკული 275,6–284,4
საკმარული 284,4–294,6
ასელური 294,6–299
წინა წინა წინა უფრო ძველი
პალეოგენური სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა,
სტრატიგრაფიის საერთაშორისო კომისიის მიხედვით[1]

პერმული სისტემა (პერიოდი)პალეოზოური ჯგუფის უკანასკნელი, რიგით მეექვსე სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის პალეოზოური ერის მეექვსე პერიოდი). მოსდევს კარბონულ სისტემას (პერიოდს) და წინ უსწრებს მეზოზოური ჯგუფის (ერის) ტრიასულ სისტემას (პერიოდს). აბსოლუტური გეოქრონოლოგიით პერმული პერიოდი დაიწყო 285 მლნ წლის წინათ და გრძელდებოდა 55 მლნ. წელი. გამოყო როდერიკ მერჩისონმა 1841 წელს რუსეთის ვაკეზე და ურალში. პერმული სისტემა იყოფა ორ სექციად. უფრო მცირე ერთეულებად დანაწილება სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაგვარია.

პერმულ პერიოდში გამოვლინდა ჰერცინული დანაოჭების უკანასკნელი ფაზისები, განსაკუთრებით გეოსინკლინურ არეებში. ბაქნების მნიშვნელოვან ფართობებზე ამ დროს აზევება და ძლიერი რეგრესია აღინიშნება, რასაც პერიოდის ბოლოს მკვეთრი კონტინენტური რეჟიმის დამყარება მოჰყვა. პერმულ პერიოდში შესამჩნევად გაძლიერდა ხმელეთის მცენარეთა დაცხოველთა როლი, რაც გამოწვეული იყო ხმელეთის ფართობის მკვეთრი ზრდით. საკმაოდ მრავალფეროვანი იყო ზღვის ფაუნაც.

პერმული სისტემის ნალექები მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქვანახშირის, ნავთობის, აირის, კალიუმის მარილის, ქვამარილის თაბაშირისა და სხვა საბადოები. საქართველოში ფაუნით დახასიათებული პერმული სისტემის ნალექები არის სვანეთში (დიზისა და ქვიშის წყებების ზედა ნაწილებში).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯანელიძე ა., ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963
  1. ICS Timescale Chart.