საზამთრო
| საზამთრო | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Citrullus | ||
| დაცვის სტატუსი | ||
საზამთრო (Citrullus) — ერთ ან მრავალწლოვანი მცენარის გვარი გოგროვანთა ოჯახისა. ნაყოფი გოგრულაა, სფეროსებრი, ოვალური ან ცილინდრული; შეფერილობა — თეთრიდან მუქ მწვანამდე. კანი შეიძლება მოხატული იყოს ბადისებრი ვარაყით ან ზოლებით, ლაქებით და სხვა. რბილობი ვარდისფერი, წითელი, ჟოლოსფერი, იშვიათად თეთრი ან ყვითელია.
ცნობილია საზამთღოს 3 სახეობა: ველური (Citrullus colocynthis), სასუფრე (Citrullus vulgarus) და საკვები (Citrullus colocynthoides). საზამთრო სითბოს მოყვარუყლია,ნიადაგის მიმართ ნაკლებმომთხოვნი. სამშობლოა სამხრეთ აფრიკა. ფართოდაა გავრცელებული სასუფრე საზამთრო, რომელიც იწონის 0,6-16 კგ-მდე, შეიცავს 11%-მდე შაქარს, ვიტამინებს და სხვა. იყენებენ ნედლად დამწნილებულს (პატარებს). ამზადებენ თაფლს, ცუკატს და სხვა. საშუალო მოსავლიანობა 150-200 ც/ჰა, საკვები საზამთროსი — 250-300ც/ჰა. ცხოველი ჭამს ნედლად და დასილოსებულს. სასუფრე საზამთროს გავრცელებული ჯიშებია „პობედიტელ-395“, „სტოქსა-647-/649“ და სხვა. საკვები საზამთროსი — „დისხიმი“, „ბროდსკი 37-42“ და სხვა.
საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშები: „მუხრანის“, „კახური“, „შავი“, „სოხუმის“ და სხვა.
საზამთროს ნაყოფის რბილანა გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და კარგად კლავს წყურვილს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- კვაჭაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 643—644, თბ., 1984 წელი.