საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (ფრანგ. Comité International Olympique) — საერთაშორისო ორგანიზაცია, შექმნილი 1894 წელს ბარონი პიერ დე კუბერტენის მიერ ოლიმპიური თამაშების აღორძინებისთვის. კომიტეტის შტაბ-ბინა მდებარეობს ლოზანაში, შვეიცარია. ამჟამად კომიტეტი ყველაზე გავლენიანი სპორტული ორგანიზაციაა მსოფლიოში.

კომიტეტი ორგანიზებას უკეთებს თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებს ზაფხულსა და ზამთარში, ყოველ ოთხ წელიწადში. პირველი ზაფხულის ოლიმპიადა, რომელსაც ორგანიზება კომიტეტმა გაუწია, გაიმართა ათენში, საბერძნეთი, 1896 წელს. პირველი ზამთრის ოლიმპიადა კი - ჩამონიქსში, საფრანგეთი, 1924 წელს. 1992 წლამდე საზაფზულო და ზამთრის ოლიმპიადები ერთსადაიმავე წელს იმართებოდა. 1994 წლიდან კომიტეტმა ზამთრის ოლიმპიადები ზაფხულის ოლიმპიადებს შორის გადაიტანა ღონისძიებების ორგანიზების დაგეგმვის გამარტივების მიზნით.