უოლისი და ფუტუნა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უოლისი და ფუტუნა
ფრანგ. Territoire des îles Wallis-et-Futuna
უოლისი და ფუტუნა
უოლისი და ფუტუნის
ჰიმნი: La Marseillaise
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
მატა-უტუ
13°18′ ს. გ. 176°12′ ა. გ. / 13.300° ს. გ. 176.200° ა. გ. / -13.300; 176.200
ოფიციალური ენა ფრანგული
მთავრობა ზღვისიქითა კოლექტიურობა
 -  საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი
 -  მმართველი ფილიპ პაოლანტონი
ფართობი
 -  სულ 274 კმ2 (211-ე)
მოსახლეობა
 -  2013 შეფასებით 12 197 (220-ე)
 -  სიმჭიდროვე 44,51 კაცი/კმ2 (125)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $188 მილიონი 
 -  ერთ მოსახლეზე $12 640 
აგი  0.000 
ვალუტა საფრანგეთის წყნაროკიანული ფრანკი (XPF)
დროის სარტყელი UTC +12სთ.
Internet TLD .wf
სატელეფონო კოდი 681

უოლისი და ფუტუნა (ფრანგ. Territoire des îles Wallis-et-Futuna) — კუნძულები სამხრეთ წყნარ ოკეანეში. ჩრდილოეთით მდებარეობს ტუვალუს, აღმოსავლეთით სამოას, სამხრეთ-აღმოსავლეთით ტონგას, ხოლო სამხრეთით ფიჯის ტერიტორიულ წყლებს შორის. უოლისი და ფუტუნა მოიცავს სამ დიდ (უვეა, ფუტუნა, ალოფი) და 22 მცირე კუნძულს. ამ ტერიტორიის ფართობი დაახლოებით შეადგენს 274 კმ², აქ ცხოვრობს 12 197 კაცი (2013 აღწერით, მათ შორის შედის კუნძულების დროებითი მოსახლეობა). უოლისი და ფუტუნას ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მატა-უტუ.

ისტორია[რედაქტირება]

1616 წელს ევროპელმა იაკობ ლემერმა და უილიამ სჰაუტენმა აღმოაჩინეს კუნძულები ფუტუნა და ალოფი. 1961 წლამდე ამ მიწებს სტატუსად ჰქონდათ საფრანგეთის ოკიანური ტერიტრია, 2003 წელს კი მიენიჭა საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანების სტატუსი. უოლისი და ფუტუნა წყნაროკიანული ქვეყნების სამდივნოს წევრია (1947 წლიდან), ამ ქვეყანას აგრეთვე აქვს წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის დამკვირვებლის სტატუსი (2006 წლიდან).

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა[რედაქტირება]

უოლისი და ფუტუნა შედგება სამი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოლქისგან, რომლებიც ემთხვევა ისტორიული სამეფოების საზღვრებს, მათ შორის ყველაზე დიდია — უვეა, რომელიც თავის მხრივ შედგება სამი რაიონისაგან.

ოლქი
(ქართ.)
ოლქი
(ფრ.)
ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,,
ად. (2013)[1]
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
ადმინისტრაციული ცენტრი,
ად. (2013)
სოფელთა რაოდენობა
1 ალო Alo 85 2156 25,36 მალა’ე (192) 9
2 სიგავი Sigave 30 1457 48,57 ლეავა (368) 6
3 უვეა:
  • ხახაკე
  • ხიხიფო
  • მუა
Uvea
Hahake
Hihifo
Mua
159
57
48
54
8584
3529
2009
3046
53,99
61,91
41,85
56,41
მატა-უტუ (1075)
მატა-უტუ (1075)
ვაიტულუ (441)
მალა’ეფო’ოუ (175)
21
6
5
10
სულ 274 12 197 44,51 36

სქოლიო[რედაქტირება]