ელექტრონული ფოსტა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელექტრონული ფოსტა, იგივე იმეილი არის ტექნოლოგია წერილების მიღებისა და გაგზავნისა კომპიუტერულ ქსელში. წერილების გაგზავნა ხდება Simple Mail Transfer Protocol-ის საშუალებით. დღეისათვის, ეს სისტემა ფართოდ გამოიყენება სპამერების მიერ რომელიც თვითნებურად აგზავნინებს არასაჭირო წერილებს, რომელთაც სპამი ეწოდება, თუმცა არსებობს სპეცილური სისტემები, რომელიც ბლოკავს მსგავსი წერილების უმეტესობას.

სექციების სია

ისტორია [რედაქტირება]

ელექტრონული ფოსტის შექმნის თარიღად შეიძლება დავასახელოთ 1965 წელი, როდესაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა, ნოელ მორისმა და ტომ ბან ბლეკმა დაწერეს პროგრამა MAIL, ოპერაციული სისტემა CTSS-ისთვის (Compatible Time-Sharing System). იგი მუშაობდა კომპიუტერზე IBM 7090/7094.

ეს სისტემა თანდათან განვითარდა, მრავალმომხმარებლიანი ლოკალური სისტემის განვითარებასთან ერთად. მომხმარებლებს პროგრამა mail-ის გამოყენებით შეეძლოთ ერთმანეთისთვის წერილების გაგზავნა. შემდეგი ნაბიჯი იყო წერილების გაგზავნა ერთი კომპიუტერიდან- მეორეზე. ამისათვის გამოიყენებოდა კომპიუტერის სახელი და მომხმარებლის სახელი ამ კომპიუტერზე. მისამართი იწერებოდა შემდეგი სახით: foo!joe (მომხმარებლის სახელი იყო joe, კომპიუტერის კი foo). UUCP მისამართის გამოყენების შემთხვევაში, მისამართში ემატებოდა წერილის მარშრუტიც, რომელიც ადრესატამდე მისვლამდე რამდენიმე შუალედურ კომპიუტერს გაივლიდა, მაგალითად gate1!gate2!foo!joe (ამ წერილის მიმღები იყო joe, წერილი გაივლიდა gate1, gate2 კომპიუტერებს და ბოლოს მოხვდებოდა foo კომპიუტერში). ასეთი მისამართების სუსტი მხარე იყო ის, რომ გამგზავნს უნდა სცოდნოდა სრული მარშრუტი, რომელიც წერილს უნდა გაევლო მიმღებამდე.

გლობალური დომენური სახელების სისტემის (DNS) შექმნის შემდეგ ადრესატის მისამართად შესაძლებელი გახდა დომენური სახელის გამოყენება, მაგალითად user@example.com - მომხმარებელი user, კომპიუტერზე example.com. ამან საჭირო გახადა უკვე დანერგილი ცნებების შეცვლა. ფოსტისთვის დაიწყეს გამოყოფილი სერვერების გამოყენება. ახლა, წერილი პირდაპირ აღარ ხვდებოდა ადრესატის კომპიუტერში, არამედ იგი თავსდებოდა სერვერში და მიმღები სერვერიდან იღებდა თავის წერილებს POP3, IMAP და RCP პროტოკოლების საშუალებით. დღეისათვის დომენური სახელი აღარ გამოიყენება კონკრეტული კომპიუტერის მისამართად, იგი მხოლოდ საფოსტო დომენად იქცა და მასზე სხვადასხვა სერვერი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი.

მუშაობის პრონციპი [რედაქტირება]

მაგალითი [რედაქტირება]

Email.svg

მოცემულ სურათზე მარტივად არის ნაჩვენები იმეილის გაგზავნისა და მიღების პრინციპი, როდესაც Alice თავისი იმეილის კლიენტი პროგრამის საშუალებით უგზავნის წერილს Bob-ს.

  1. მისი (Alice) იმეილის კლიენტი პროგრამა აფორმატებს წერილს შესაბამის იმეილის ფორმატში და Simple Mail Transfer პროტოკოლის (SMTP) საშუალებით უგზავნის ამ წერილს ლოკალურ საფოსტო სერვერს, რომელსაც აკონტროლებს მისი ინტერნეტ პროვაიდერი (ISP). ამ შემთხვევაში smtp.a.org არის Alice-ს ინტერნეტ პროვაიდერის მისამართი.
  2. საფოსტო სერვერი ეძებს SMTP პროტოკოლში მითითებულ იმეილ მისამართს, ამ შემთხვევაში bob@b.org. @ ნიშნის მარცხენა ნაწილი არის მიმღების მომხმარებლის სახელი, მარჯვენა ნაწილი კი დომენური სახელი. გამგზავნი საფოსტო სერვერი ეძებს ამ მისამართს დომენური სახელების სისტემაში და პოულობს მიმღების სერვერს, რომელიც იღებს წერილს გამგზავნი სერვერიდან.
  3. b.org დომენის DNS სერვერი, ns.b.org, პასუხობს MX ჩანაწერით. ამ შემთხვევაში mx.b.org არის Bob-ის ინტერნეტ პროვაიდერის სერვერი.
  4. smtp.a.org უგზავნის წერილს mx.b.org-ს, SMTP პროტოკოლის საშუალებით, რომელიც ხვდება Bob-ის საფოსტო ყუთში.
  5. Bob ღებულობს ამ წერილს POP3 პროტოკოლის საშუალებით.

იმეილის გაგზავნის პროტოკოლები [რედაქტირება]

პოპულარული იმეილის კლიენტი პროგრამები [რედაქტირება]

ცნობილი საფოსტო სერვერები [რედაქტირება]