მონარქია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მმართველობის ფორმები
რედ.

მონარქია (ლათ. monarcha; ბერძნ. μονάρχης: μόνος „მონოს“ — ერთი, ერთადერთი; ἀρχων „არქონ“ — მმართველი, ლიდერი) — სახელმწიფო მმართველობის ფორმა.

მონარქია არის მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც ძალაუფლება არის ერთი ადამიანის, მეფის ხელშია. (ქრ.შ-მდე 2000-800 წწ. საბერძნეთის უმეტეს ქალაქ-სახელმწიფოებს მართავდა მონარქი ანუ მეფე, ბერძნულ დასახლებებს არ მართავენ დედოფლები) თავდაპირველად, მეფეს ირჩევდა ხალხი. მოგვიანებით, მეფეებმა თავისი ძალაუფლების გადაცემა დაიწყეს მემკვიდრეობით უფროს ვაჟზე. საბერძნეთში მეფეებს დიდი ძალაუფლება ჰქონდათ: გამოსცემდნენ კანონებს და იყვნენ მოსამართლეები, ისინი იყენებდნენ ჯარისკაცებს იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც არ ეთანხნებოდა კანონებს და არ იხდიდა გადასახადებს.

არსებობს მონარქიის ორი ტიპი: კონსტიტუციური მონარქია - რომლის დროს მონარქის ძალაუფლება შეზღუდულია კონსტიტუციით და აბსოლუტური მონარქია - რომლის დროს მონარქი შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობს.

შუა საუკუნეებში მონარქია იყო სახელმწიფო მმართველობის ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმა. თანამედროვე მონარქიების დიდი ნაწილი (კერძოდ ევროპული მონარქიები) კონსტიტუციურია. თნამედროვე ფაქტობრივი აბსოლუტური მონარქიებია: ბრუნეი, ბჰუტანი, ომანი, საუდის არაბეთი და სვაზილენდი. ვატიკანი არის თეოკრატიული მონარქია, რომლის მონარქია რომის პაპი.

██ კონსტიტუციური მონარქია

██ სამეფოთა თანამეგობრობა

██ ნახევრად კონსტიტუციური მონარქია

██ აბსოლუტური მონარქია

██ მონარქია ზოგიერთ სუბნაციონალურ ერთეულში

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]