კანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  ძროხისებრნი
ქვეოჯახი:  ხარისებრნი
გვარი:  კანები
სახეობა:  კანა
ლათინური სახელი
Taurotragus oryx
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : ???

კანა, უფრო სწორად ჩვეულებრივი კანა (ლათ. Taurotragus oryx) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 3,5 მ აღწევს, სიმაღლე მინდაოში 1,8 მ, წონა — 900 კგ. რქა გრძელი და ძირში დაგრეხილია. ფერად ღია მორუხო-ყვითელია. კანა გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის სავანებში. იკვებება ბალახითა და ფოთლებით. მაკეობა 81/2—9 თვე გრძელდება. შობს 1 ხბოს. იყენებენ მის ხორცს, ტყავსა და მსუყე რძეს. კანის მოშინაურება ადვილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კანა&oldid=4097295“-დან