დაიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაიკი
დაიკი, ალასკა
ცნობები
ტიპი მაგმური

დაიკი (ინგლ. dike, dyke — ქვის კედელი) — მაგმური ინტრუზიული სხეული; პარალელურგვერდებიანი, გამწე და შედარებით ვიწრო, კედლისებური ფორმის გეოლოგიური წარმონაქმნი. დაიკი უმეტესად უთანხმოდაა განლაგებული (კვეთს შემცველ ქანებს, ციცაბოდ დახრილი ან ვერტიკალურია). სიგრძე რამდენიმე ათეული მეტრიდან ასეულ კილომეტრამდე და სიგანე რამდენიმე სანტიმეტრიდან 5-10 კმ-მდე. ხშირია დაიკების ჯგუფური გამოვლინებებიც. მაშინ ისინი უწესრიგოდ, სარტყლისებურად, წრიულად ან რადიალურად არიან განლაგებული.

დაიკი გამოვლინებულია იქ, სადაც არსებობს მაგმატური პროცესები. ყველაზე ხშირად მაინც ოკეანის ქერქისთვისაა დამახასიათებელი, რომელიც საბოლოოდ სპრედინგის მეშვეობით ფორმირდება. დაიკი ეროზიისადმი მდგრადობის გამო რელიეფის დადებით (კედლისებრ) ფორმებს ქმნის. არსებობს მეტასომატური და დანალექი წარმოშობის მეტა- და ეგზოდაიკებიც. გლაციოლოგიასა და მეოთხეულ გეოლოგიაში გამოყოფენ გლაციოდაიკებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]