ინტერნეტ ოქმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

IP (Internet Protocol— ქსელთაშორისი ოქმი) მარშრუტიზაცია ქსელური ოქმი, საფუძველი TCP/IP ოქმების სტეკი

IP ოქმი (RFC 791) გამოიყენება ქსელის ერთი ჰოსტიდან მეორეზე მონაცემთა არასანდო (პაკეტებად დაყოფილად) გადასაცემად. ეს ნიშნავს, რომ ამ ოქმის დონეზე მონაცემთა დანიშნულებამდე უცვლელად მისვლის გარანტია არ არსებობს. პაკეტები შეიძლება თავდაპირველი თანმიმდევრობით არ მივიდნენ, დაზიანდნენ ან საერთოდ დაიკარგონ. საიმედოობის გარანტიას იძლევა ისეთი სატრანსპორტო ოქმი, როგორიცაა TCP, რომელიც IP-ს ტრანსპორტად იყენებს.

ინტერნეტში გამოიყენება მეოთხე ვერსიის IP, რომელიც ასევე ცნობილია როგორც IPv4. ამ ვერსიის IP ოქმში, ქსელში არსებულ ყოველ წერტილს მიენიჭება IP მისამართი, რომელიც ოთხი ოქტეტისგან შედგება. ამგვარად ქვექსელებში კომპიუტერები ერთიანდებიან მისამართის საერთო პირველი ბიტებით. ამ პირველ ბიტებს ასევე ეწოდება ქვექსელის ნიღაბი.

IP პაკეტის სტრუქტურა[რედაქტირება]

+ ბიტები 0–3 4–7 8–15 16–18 19–31
0 ვერსია თავსართის სიგრძე სერვისის ტიპი (ToS) ჯამური სიგრძე
32 იდენტიფიკატორი დროშები ფრაგმენტის გადახრა
64 ცხოვრების დრო (TTL) ოქმი თავსართის ჯამი
96 წყაროს მისამართი
128 დანიშნულების მისამართი
160 პარამეტრები
160
or
192+
 
მონაცემები
 

ლოკალური ქსელების დიაპაზონები[რედაქტირება]

მომხმარებლის კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის შემდეგ, IP მისამართი კომპიუტერს პროვაიდერის მიერ ენიჭება. ხოლო ლოკალური ქსელებისთვის გამოყოფილია IP მისამართთა შემდეგი დიაპაზონები:

  • 192.168.0.1 — 192.168.255.254
  • 172.16.0.1 — 172.31.255.254
  • 10.0.0.1 — 10.255.255.254

კომპიუტერებს ასეთი მისამართებით ინტერნეტთან წვდომა შეუძლიათ პროქსი სერვერების ან NAT-ის მეშვეობით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • RFC 791 — IP
  • RFC 3330 — IPv4-ში მისამართთა სპეც დიაპაზონები.